SAKARTVELO LAW

0.0(0)
Studied by 0 people
call kaiCall Kai
learnLearn
examPractice Test
spaced repetitionSpaced Repetition
heart puzzleMatch
flashcardsFlashcards
GameKnowt Play
Card Sorting

1/199

encourage image

There's no tags or description

Looks like no tags are added yet.

Last updated 8:18 PM on 6/14/26
Name
Mastery
Learn
Test
Matching
Spaced
Call with Kai

No analytics yet

Send a link to your students to track their progress

200 Terms

1
New cards

რა ასაკის პირს აქვს უფლება არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტად?

არანაკლებ 40 წლის

2
New cards

რა შემთხვევაში იმართება პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები?

თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტი არ აირჩია

3
New cards

როდის იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში

4
New cards

როდის იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება?

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე

5
New cards

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე რომელ სუბიექტს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

საქართველოს მთავრობას

6
New cards

ვინ ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს?

საქართველოს მთავრობა

7
New cards

ვინ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე?

საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია

8
New cards

ვინ ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს?

საკონსტიტუციო სასამართლო

9
New cards

ვინ და რა ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ირჩევს პარლამენტი

10
New cards

ვინ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი

11
New cards

რამდენ ხანში ერთხელ და ვის წარუდგენს პროკურატურა თავისი საქმიანობის ანგარიშს?

პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავისი საქმიანობის ანგარიშს

12
New cards

რა ვადით აირჩევა გენერალური პროკურორი?

6 წლის ვადით

13
New cards

ვის ან რას ემორჩილება საქართველოს პროკურატურა თავისი საქმიანობისას?

საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს

14
New cards

ვინ იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე?

საქართველოს პარლამენტი

15
New cards

როგორ კომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო?

საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით

16
New cards

რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა?

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნება საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის

17
New cards

პარლამენტის წევრთა რა რაოდენობის მხარდაჭერაა აუცილებელი კონსტიტუციური კანონის მისაღებად?

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის

18
New cards

რა გავლენას ახდენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება კონსტიტუციური კანონის განხილვის პროცესზე?

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება

19
New cards

რა ვადაში გადაეცემა კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი?

პარლამენტის მიერ მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში

20
New cards

რა შემთხვევაში ითვლება მიღებულად გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ?

თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი

21
New cards

პარლამენტის წევრთა რა რაოდენობის მხარდაჭერაა აუცილებელი კანონის მისაღებად, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული?

დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა

22
New cards

აქვს თუ არა პრეზიდენტს მისთვის ხელმოსაწერად გადაცემული კანონის პარლამენტისათვის დაბრუნების უფლება?

დიახ, პრეზიდენტს უფლება აქვს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს კანონი პარლამენტს

23
New cards

რა შემთხვევაში აქვს პარლამენტის წევრს უფლება, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას?

პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას

24
New cards

შეიძლება თუ არა პარლამენტის წევრი ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას?

დიახ, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას

25
New cards

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის პარლამენტისათვის შენიშვნებით დაბრუნების შემთხვევაში, ხმათა რა რაოდენობაა საჭირო პრეზიდენტის შენიშვნების მისაღებად?

საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი

26
New cards

როდის იხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია?

სექტემბრის პირველ სამშაბათს

27
New cards

აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება?

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით

28
New cards

ვინ განსაზღვრავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს?

რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი

29
New cards

აქვს თუ არა მთავრობის წევრს უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას?

მთავრობის წევრს უფლება აქვს, მიიღოს ანაზღაურება სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობისათვის

30
New cards

ვინ შეიძლება დააკისროს მინისტრს ვიცე-პრემიერის მოვალეობა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

31
New cards

არის თუ არა შესაძლებელი სახელმწიფო საზღვრის შეცვლა?

სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით

32
New cards

ვინ ნიშნავს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას?

საქართველოს პრეზიდენტი

33
New cards

დამსწრეთა რა ოდენობაა აუცილებელი, რომ ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე შეუდგეს მუშაობას?

პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა

34
New cards

აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უფლება, ეკავოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა?

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა

35
New cards

ვინ ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს?

პარლამენტი

36
New cards

ვინ არის უფლებამოსილი, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა?

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით

37
New cards

როდის და რა პერიოდით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო?

ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება საომარი მდგომარეობის დროს და მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე

38
New cards

შეიძლება თუ არა, რომ ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი იყოს პარლამენტის წევრი?

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პარლამენტის წევრები

39
New cards

ვისი ბრძანებით მოქმედებენ თავდაცვის ძალები, თუ ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობა არ არის?

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

40
New cards

დასაშვებია თუ არა პანდემიის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?

დასაშვებია. პანდემიის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში

41
New cards

საჭიროებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობას?

საჭიროებს, თუ დეკრეტი ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გამოიცემა

42
New cards

დასაშვებია თუ არა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს დეკრეტით შეზღუდოს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება

43
New cards

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების თაობაზე?

ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი

44
New cards

ვის წინაშეა ანგარიშვალდებული სახელმწიფო აუდიტის სამსახური?

საქართველოს პარლამენტის

45
New cards

აქვს თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები?

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები

46
New cards

დასაშვებია თუ არა სამხედრო სასამართლოს შემოღება?

სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში

47
New cards

ვინ ახორციელებს მართლმსაჯულებას საქართველოს ტერიტორიაზე?

მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები

48
New cards

ხმათა რა რაოდენობით იღებს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს?

პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით

49
New cards

რა სიხშირით იღებს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს?

ყოველ წელიწადში ერთხელ

50
New cards

ვისი თანხმობით აქვს პარლამენტს უფლება, მიიღოს კანონი, რომელიც იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას?

კანონი, რომელიც იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ

51
New cards

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება:

პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისგან

52
New cards

საქართველოს კონსტიტუციით, ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება, გარდა:

იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში

53
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში?

დიახ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში, ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე

54
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. ვის შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება?

მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით

55
New cards

რა ფორმით იქმნება საქართველოში მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით?

საქართველოს პარლამენტი ნდობას უცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას

56
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვისზე ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა?

ყველაზე, განურჩევლად მოქალაქეობისა

57
New cards

რა ფორმით მოიპოვება საქართველოს მოქალაქეობა?

დაბადებით და ნატურალიზაციით

58
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება?

არა, საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია

59
New cards

ვინ მეთაურობს საქართველოს მთავრობას?

პრემიერ-მინისტრი

60
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა?

დიახ, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციით

61
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით?

საჯაროდ და უიარაღოდ შეკრება არ საჭიროებს წინასწარ ნებართვას

62
New cards

რომელი დებულებაა მართებული? საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი არის:

საქართველოს პრეზიდენტი

63
New cards

რომელი დებულებაა მართებული? საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს:

საქართველოს პარლამენტი

64
New cards

რომელი დებულება არის მცდარი?

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუმცა ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდული არ არის ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით

65
New cards

საქართველოს არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა:

ხალხი

66
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული? საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია:

არაადამიანური მოპყრობ

67
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის სხდომები საჯაროა. შესაძლებელია თუ არა პარლამენტის სხდომის დახურვა?

დიახ, პარლამენტის სხდომის დახურვა შესაძლებელია, თუ ამას გადაწყვეტს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი

68
New cards

რომელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს ფულის ემისიის უფლება?

საქართველოს ეროვნულ ბანკს

69
New cards

რომელი მსჯელობაა მცდარი?

საქართველო არის არასამართლებრივი სახელმწიფო

70
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული?

საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია

71
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს:

9 თვეს

72
New cards

რომელი მსჯელობაა მცდარი?

შეკრების თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში მონაწილეობენ მოქალაქეობის არმქონე პირები

73
New cards

რომელი მსჯელობაა მცდარი?

დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღება

74
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან

75
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული? სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება:

მხოლოდ პარლამენტის თანხმობით

76
New cards

დასაშვებია თუ არა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის გასხვისება?

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია

77
New cards

რომელი დებულებაა მართებული?

საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო“

78
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა კერძო საკუთრების უფლების გაუქმება?

კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება დაუშვებელია

79
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული?

თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით

80
New cards

ვის წინაშეა საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული?

საქართველოს პარლამენტის

81
New cards

ვის უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტისტუციური შეთანხმების დადება?

საქართველოს პრეზიდენტის

82
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო საზღვრის შეცვლა?

სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით

83
New cards

ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. რომელი მსჯელობაა მცდარი?

სახლმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს პოლიტიკური ან სხვა შეხედულების მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის

84
New cards

რომელი დებულებაა მართებული?

პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი

85
New cards

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ბრალდებულის საპროცესო უფლებები. რომელ საპროცესო უფლებას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია?

ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს, რომ არ განსაჯოს სასამართლომ

86
New cards

რომელი მსჯელობაა მართებული?

საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე

87
New cards

როგორ ხორციელდება სამართალწარმოება საქართველოში, თუ პირმა არ იცის სახელმწიფო ენა?

პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი

88
New cards

რომელი დებულებაა მართებული? საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება:

საქვეყნოდ

89
New cards

რა წესით შეირჩევა საქართველოს გენერალური პროკურორი?

6 წლის ვადით საპროკურორო საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი

90
New cards

რა დროს შეუძლია დაკავებულ პირს, მოითხოვოს ადვოკატის დახმარება?

დაკავებისთანავე

91
New cards

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა?

დიახ, მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით

92
New cards

ვის აქვს ადამიანის დაკავების უფლება?

კანონით უფლებამოსილ პირს

93
New cards

რომელი დებულებაა მართებული?

ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება

94
New cards

რა შემთხვევაში დაიშვება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა?

მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით

95
New cards

საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია თუ არა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?

მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია

96
New cards

რომელი დებულებაა მართებული?

პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც

97
New cards

რომელი თანამდებობის პირის გადაყენება შეიძლება თანამდებობიდან მხოლოდ იმპიჩმენტის წესით?

გენერალური პროკურორის

98
New cards

რომელი დებულება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას?

საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას

99
New cards

რომელი დებულება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას?

საქართველოში დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა

100
New cards

რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია?

ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერად ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით