1/100
Looks like no tags are added yet.
Name | Mastery | Learn | Test | Matching | Spaced |
|---|
No study sessions yet.
რა ფუნქცია აქვს ეპითელურ ქსოვილს?
იცავს მის ქვეშ მდებარე ქსოვილებს გამოშრობისგან,მიკრობების შეღწევისა და მექანიკური დაზიანებისგან.
რა ფუნქცია აქვთ ნაწლავის ეპითელურ ქსოვილში გამონაზარდებს?
გამონაზარდები ზრდის ნაწლავის შემწოვ ზედაპირს.ამის გამო ნაწლავებიდან საკვები უფრო სწრაფა და ეფექტურად შეიწოვება
როგორი ორგანოები არიან დაფარულნი მრავალშრიანი ეპითელური ქსოვილით?მოიყვანეთ მაგალითი
ორგანოები,რომლებიც ძლიერ მექანიკურ ტვირთს განიცდიან. მაგალითად კანი,მსხვილი ნაწლავის კედელი
რა ფუნქცია აქვს შემაერთებელ ქსოვილს?მოიყვანეთ მაგალიტები
ასრულებს საყრდენ,სატრანსპორტო,დამცველობით და სხვა პუნქციებს.
შემაერთებელი ქსოვილებია:ხრტილი,მყესიძვალი,სისხლი,ცხიმოვანი ჯირკვალი და სხვა
რა დამახასიათებელი ფუნქცია აქვს ყველა შემაერთებელ ქსოვილს?
მის უდიდეს ნაწილს უჯრედშორისი ნივთიერება ქმნის. მასში ჩართული სხვადასხვა ფორმისა და ზომის უჯრედები საკმაოდ დაცილებულია ერთმანეთისგან
როგორი შეიძლება იყოს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერება?
მყარი,თხევადი,ელასტიკური
რა ფუქნცია აქვს კუნთოვან ქსოვილს?
გადაადგილების უნარს გვაძლევს,ასევე ძვლის კუმშვადობა
რამდენ ჯგუფად იყოფა კუნთოვანი ქსოვილია და რომლებია?რა საერთო ფუნქცია აქვთ მათ?
3:ჩონჩხის განივზოლიანი,გლუვი,გულის განივზოლიანი.
ისინი მკვეთრადიცვლიან ზომასა და ფორმას-შეკუმშვისას მოკლდებიან და მოდუნებისას გრძელდებიან
ისაუბრეთ ჩონჩხის განივზოლიან კუნთზე.
მრავალბირთვიანი ცილინდრული ფორმის უჯრედებისგან წარმოიქმნება. ამ კუნთების ქმედება ჩვენ ება-სურვილებს ემორჩილება,ამიტომ მათ ნებით კუნთებს უწოდებენ
ისაუბრეთ გლუვ კუნთებზე
გლუვი კუნთი ჩვენ სურვილებს არ ემორჩილება,ამიტომ მას უნებლიე კუნტს უწოდებენ. გლუვი კუნთების მახვილბოლოიანი ერთბირთვიანი უჯრედები ერთმანეთის პარალელურად ლაგდება შინაგანი ორგანოების:სისხლძარღვების,კუჭის,ნაწლავების,შარდის ბუშტის კედლებზე და იქ ცალკეულ შრეებს ქმნის.
მაგალითად ნაწლავის კედელში არის გლუვი კუნთების გარეთა-სიგრძივი და შიგნითა-ირგვლივი შრეები
ისაუბრეთ გულის კუნთზე
მას განსაკუთრებული აგებულება აქვს. ერთბირთვიანი უჯრედები ერთმანეთს უკავსირდებიან და ხლართს წარმოქმნიან.ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა განყოფილების ერთმანეთთან შეთანხმებული მოქდემებისთვის
რა არის ნერვული ქსოვილი და რომელ ტიპებს გამოყოფენ?
ნერვული ქსოვილით შედგება ჩვენი ნერვული სისტემა.ის უზრუნველყოფს სხვა ქსოვილების,ორგანოების და ორგანოთა სისტემის ურთიერთობასა და მათი მოქმედების რეგულაციას. გამოყოფენ ორ ტიპს:ნეირონებსა და გლიურ უჯრედებს.
რას აკეთებს ნეირონი?
ნეირონები სხვადასხვა უჯრედებს აწვდიან ინფორმაციას,სპეციალურო გამონაზარდების საშუალებით - მორჩებით
რა არის გლიური უჯრედები?
გლიური უჯრედები დამხმარე უჯრედებია. ისინი ხელს უწყობენ ნეირონებს მუშაობაში,წარმოადგენე მის საყრდენს,უზრუნველყოფენ მათ კვებას და იცავენ მიკრობებისგან
რომელი ქსოვილია ძვალი?
შემაერთებელი
რას აკეთებენ ოსტეოციტები ძვალში?
მუდმივად იკვებებიან,სუნთქავენ,იზრდებიან და მრავლდებიან.
რომელია ჩონჩხში ყველაზე დიდი ძვალი?
ბარძაყის ძვალი
ბარძაყს რა ფარავს გარედან?
ძვლისაზრდელა
როგორ იზრდება ბარძაყი სისქეში?
მისი უჯრედების დაყოფით
რა არის ძვლისაზრდელას ქვეშ და რაში გადადის იგი?
ძვლის მკვრივი ქსოვილი. იგი გადადის ძვლის სიღრმეში,ფოროვან,ღრუბლისებურ ქსოვილში
როგორ არის ძვალი აგებული?
მრავალი არხებითაა დაქსოვილი,რომელშიც სისხლძარღვები გადადის. სისხლით ძვლის უჯრედებს საკვები და ჟანგბადი მიეწოდებათ
რითი არის ღრუბლისებური ქსოვილი ამოვსებული?
ძვლის წითელი ტვინით.ამ სისხლმბად ქსოვილში სისხლის უჯრედები წარმოიქმნება
რას უწოდებენ ბარძაყის ძვალს?
ლულოვან ძვალს. რადგან ბარძაყის ძვლის შუა ნაწილი ღრუიანია.
რომელი ცხიმოვანი ქსოვილია სიღრუეში?
ძვლის ყვითელი ტვინი
კიდევ რომელ ლულოვან ძვლებს აქვთ ბარძაყისნაიირ აგებულება?
მხრის,წინამხრისა და წვივის გრძელ ლულოვან ძვლებს
რითი არის ლულოვანი ძვლების თავები დაფარული?
ხრტილით
რა არის ოსიფიკაცია?
ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ხრტილოვანი უჯრედები სწრაფად იყოფა და ხრტილოვანი ქსოვილის დიდი ნაწილი ძვლოვან ქსოვილად გარდაიქმნება
რისი საშუალებიტ იზრდება ძვალი სიგრძეში?
ხრტილოვანი ქსოვილის საშუალებით.
დაახასიათეთ ბრტყელი ძვლები. მოიყვანეთ მაგალითები
მათ არ გააჩნიათ სიღრუე და მხოლოდ ღრუბლისებურ ქსოვილს და ძვლის წითელ ტვინს შეიცავს. ასეთებია:მკერდის ძვალი,ქალასა და მენჯის ძვლები,ნეკნები
დაახასიათეთ მოკლე ძვლები. მოიყვანეთ მაგალითები.
მთლიანად ღრუბლისებური ფოროვანი ქსოვილიტ არის აგებული.მაგალითად:ხერხემლის მალები,კვირისტავი
რა ანიჭებს ძვლებს სიმტკიცეს?
კალციუმის მარილებით არის შექმნილი და კალციუმის მარილები ანიჭებს სიმტკიცეს,თუმცა ძვალი ამ მარილების კრისტალებივით მყიფე არ არის.
რას შეიცავს ძვალი მინერალური მარილების გარდა? და რა ფუქნცია აქვს მას?
ცილა. იგი ძვალს ელასტიკურს ხდის.
დაახასიათეთ ბავშვის ძვალი.
ბავშვის ძვალი შედარებით დიდი რაოდენობის ცილებს და ნაკლები რაოდენობის მარილებს შეიცავს,ამიტომ ის უფრო ელასტიკურია.ზრდასთან ერთად ძვალში მინერალური მარილების შემცველობა იზრდება,ცილების კი კლებულობს.
რა უწყობს ხელს ძვლების ნორმალურ ზრდას?
რეგულარული ვარჯიში,ასევე კლაციუმითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები,როგორიცაა მაგალითად:რძის პროდუქტები.
რა ხდება ხანდაზმული ადამიანის ძვალში?
ფერხდება ცილების წარმოქმნა,მცირდება მარილების შემცველობაც. ძვალი იფიტება და სუსტდება.არ
რა ხდება უძრავი შეერთებისას?
ქალას ძვლები ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს,რომ მათი შეერთების ადგილი ნაკერის შტაბეჭდილებას ტოვებს.ასე უკავშირდება ეღტმანეთს მაგალითად ქალის ძვლები.
ნახევრად მოძრავი შეერთებისას?
ამ დროს ძვლებს შორის ხრტილის თხელი ფენაა. ძვლისგან განსხვავებით ხრტილი დრეკადი და ელასტიკურია. ამის გამო ძვლების მოძრაპბა,ქალის ძვლებისგან განსხვავებით,ძლიერ აღარ არის შეზღუდული.
ძველბის უძრავი შეერთება:
1.შუბლის ძვალი.
2.თხემის ძვალი
3.კეფის ძვალი
4.საფეთქლის ძვალი
რითი წარმოიქმნება ჩვენი ჩონჩხის ღერძი - ხერხემალი?
33-34 პატარა ძვლის,მალის ნახევრადმოძრავი შეერთებით.
ხერხემალში გამოყოფენ:
კისრის,გულმკერდის, წელის,გავა/კუდუსუნის განყოფილებებს.
რა არის დისკოზი.
მალების ერთმანეთზე დაწყობით,მათი ხვრელები არხს წარმოქმნის. მასში ზურგის ტვინია მოთავსებული. ასაკის მატებასთან ერთად,მალებს შპრის ხრტილოვანი ფენა თანდათან სუსტდება. ურხერხული მოძრაობისას ან სიმძიმის აწევისას ის შეიძლება ადგილიდან დაიძრას,ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვებს დააწვეს და დააზიანოს. ამ დაავადებას დისკოზი ეწოდება
რა არის ართრიტი?
როდესაც ძვლები ერთმანეთს ეხაუნება,რაც დისკომპორტს და ტკივილს იწვევს, ვიტარდება ანთებითი პროცესი.ამ მდგომარეობას ართრიტი ჰქვია და მისი მრავალგვარი ფორმა არსებობს.
რა არის ენდოპროტეზი?
ენდოპროთეზი ჰქვია პროთეზს,რომელიც სხეულის შიგნით თავსდება.ყველაზე ხშირად გამოიყენება მუხლისა და მენჯ-ბარძაყისპროთეზი.
რა არის ბოჭკოები?
ჩონჩხის განივზოლიანი კუთი შედგება ცილინდური ფორმის მრავალბიღტვიანი კუნთოვანი უჯრედებისგან,რომელსაც მისი წაგრძელებული ფორმის გამო “ბოჭკოებს” უწოდებენ
ძვლები ერთამენთს უკავშირდებიან?
იოგებით
კუნთი ძვალს უკავშირდება?
მყესით
რა ფუნქცია აქვს ბოჭკოებს?
ნაზი ბოჭკოები ცალკეულ კონებად იკვრებიან. თითოეულ კონას გარს შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენა აკრავს. ატასობით ასეთი კონა კუნთს ქმნის,რომელიც მტკიცე,სრიალა შემაერთებელ ქსოვილოვან გარსშია გახვეული.
სახსარში ძვლების მოძრაობა კუნთების ორი ჯგუფის…..
მომხრელებისა და გამშლელის შეთანხმებული მოქმედებით ხდება
რიტი გამოიმუშავებს კუნთი მუშაობისთვის საჭირო ენერგიას?
ნახშირწყლების დაჟანგვით.
რა არის კუნთის ტკივილის მიზეზი?
თუ გაუვარჯიშებელ ორგანიზმს დავტვირთავთ,ნახშირწყლები ბოლომდე ვერ დაიშლება და დაგროვდება რძემჟავა.
რა იწვევს სკოლინს?
დიაფრაგმის სწრაფი და ხშირი შეკუმსვა.
რა პროცესებში ირებს დიაფრაგმა მონაწილეობას?
სუნთქვის,ხველების,სიცილის პროცესებში.
როგორ გამოხატავს ჩვენი სახე ემოციებს.
ამაში ჩართულია მიმიკური კუნთები. მათი უმრავლესობა ერთი ბოლოთი ქალას ძვლებს,ხოლო მეორეთი სახის კანის სხვადასხვა უბანს ემაგრება და შეკუმშვისას კანს ამოძრავებს.
რა არის ანტაგონისტი კუნთები?
მომხრელებისა და გამშლელების შეთანხმებული მოქმედებით ხდება.
რა არის მონელება
როდესაც საკვები ფერმენტების საშუალებით მარტივ მოლეკულებად იშლებიან.
რა გამოყოფს სეკრეტს და რა ფუქნცია აქვს მას?
გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოყოფენ სეკრეტს. სეკრეტი შეიცავს საკვების დამშლელ ფერმენტებს.
რამდენშრიანი კედელი აქვს ნაწლავს? ჩამოთვალეთ და მიუწერეთ მათი ფუნქციები.
გარეთა-შემაერღთებელი-ნაწლავის დამცავ გარსს წარმოადგენს
შუა-კუნთოვანი-უზრუნველყოფს საკვებში მომნელებელი წვენების შერევას ნაწლავში და მათ გადაადგილებას.
შიგნიტა-ეპითელური-გადამამუშავებ საკვებს შეიწოვს.
რითი იშლებიან :ნახშირწყლები,ცილები და ლიპიდები და სადამდე?
ნახშირწყლები იშლებიან ამილაზებით-გლუკოზამდე.
ცილები იშლებიან პროტეაზებით-ამინომჟავებამდე
ლიპიდები იშლებიან ლიპაზებით-გლიცერინამდე და ცხიმოვან მჟავებამდე.
კბილის აგებულება
კბილი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:გვირგვინი,ყელი და ფესვი. გვირგვინს ჩვენ რეალურად ვხედავთ.ყელს ღრძილი ფარავს. ფესვით კი კბილი ყბის ძვალშუა ჩამჯდარი.
კბილს გარედან მინანქარი ფარავს.მის ქვეშ არის დენტინია. კბილის სიღრმეში არის პულპა,რომელიც სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს შეიცავს.
ნერწყვის შემადგენლობა:
98-99% წყალი
ნივთიერება,რომელიც სიბლანტეს ანიჭებს-მუცინი
ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები-ამილაზა
ლიზოციმი,ფერმენტი,რომელიც ბაქტერიების კედლებს შლის.
რა არის პერისტალტიკა
საყლაპავი მილიდან კუჭში საკვების გადასვლას საყლაპავის კედლის ტალღისებური შეკუმშვა-პერისტალტიკა უზრუნველყოფს.
რას გამოყოფს ჯირკვლები?
ცილას,მარილმჟავას,პროტეაზებს
რა არის პეპსინია?
არააქტიური მდგომარეობიდან აქტიურში მარილმჟავას ზემოქმედებით გადადის.
მარილმჟავას ფუქნცია
ანადგურებს კუჭში საკვებთან ერთად მოხვედრილ ბაქტერიების დიდ ნაწილს.
რა ფუქნცია აქვს კუჭის ჯირკვლების მიერ გამოყოფილ ლორწოს?
ის ქმნის ბარიერს კუჭის წვენსა და კედელს შორის. ამით ის. კუჭის ქსოვილებს მომნელებელი ფერმენტებისა და მარილმჟავას დამაზიანებელი მოქმედებისგან იცავს.
რა მოხდება თუ ბარიერი დაირღვევა?
წვენი კუჭის კედლიდან გამოჭმას იწყებს და წყლული წარმოიქმნება. პროცესის გაღრმავების შემთხვევაშშესაძლოა კუჭის კედლის ყველა შრე დაზიანდეს და კედელში ხვრელი გაჩნდეს. ამ დროს კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება.
განსაკუთრებით რომელი ორგანული ნივთიერებები გვესაჭიროება?
ნახშირწყლები,ცილები,ცხიმები
რისგან შედგება ნახშირწყლები და რა ქვია მათ ნარევს?
ფრუქტოზა და გლუკოზა. მათ ნაერთს ჰქვია საქაროზა.
რა არის პოლიმერი?
პოლიმერებს ისეთ ნივთიერებებს უწოდებენ,რომლებიც მრავარი განმეორებადი ერთეულისგან-მონომერისგან შედგება.
რომელი ნივთიერებებია პოლიმერები?
სახამებელი,ცელულოზა და გლიკოგენი
რა ფუნქცია აქვს ნახშირწყლებს ჩვენს ორგანიზმში?
უპირველესი საწვავია
რომელი საკვები შეიცავენ ნახშირწყლებს?
ხილი,ბოსტნეული,ღვიძლი,თაფლი,რძე
ცილის ფუნქციები
უჯრედის მთავარი სამსენებლო ნივთიერებაა
მის გარეშე უჯრედში ქიმიური გარდაქმნები არ ხდება
ნივთიერების ტრანსპორტირებაშიც მონაწილეობს
კუნთების შეკუმშვაც მასზეა დამოკიდებული
რომელ საკვებში გვხვდება ცილები?
კვერცხი,ლობიო,ხაჭო,ხორცი,ყველი
რა ეწოდება ცილების მონომერებს?
ამინომჟავები
რისგან განსხვავდება ცილების მოლეკულები სხვა ნივთიერების მოლეკულებისგან?
შეუდარებლად დიდი ზომის მოლეკულები აქვს
რა არის ლიპიდები
ლიპიდები წყალში უხსნადი,წყლის მოძულე ნივთიერებებია.
ლიპიდების აგებულება
გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავის ნაერთია
ლიპიდების ფუნქცია
აშენებენ ყველა უჯრედის ერთ-ერთ მტავარ კომპონენეტს მემბრანას
უჯრედს ენერგიით ამარაგებსკანქვეშა ცხიმების ფენა იცავს ორგანიზმს სითბოს დაკარგვისა და მექანიკური დაზიანებისგან.
რომელი საკვები შეიცავს ცხიმებს?
ღორის,ცხვრის და ქათმის ხორცი,კარაქი,ყველი,ზეთი
რა არის ვიტამინები
მცირე ზომის ორგანული ნივთიერებებია,რომლებიც ჩართულია ორგანიზმის ზრდის,განვითარებისა და გამრავლების პროცესში.
რატომ უწოდებენ ვიტამინებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს
რადგან ვიტამინის უმცირესი ნაწილიც დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების წარმართვაზე.
რა ჰქვია დაავადებას,რომელიც ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული
ავიტამინოზები
რა იწვევს სურავანდს და რახდება მის დროს
C ვიტამინის ნაკლებობა. ამ დროს ძვლები მყიფეა და მსხვრევადი,ერყევა და სცვივა კბილები,ძნელად უხორცდება ჭრილობს,ადვილად ავადდება
რა იწვევს მხედველობის გაუარესებას,ანუ ქათმის სიბრმავეს?
A ვიტამინის ნაკლებობა
რა ეწოდება ავიტამინოზზს,როდესაც ჩონჩხი დეფორმირდება და სხეული სიმძიმეს ვერ უძლებს?
D ავიტამინოზიზს რაქიტი
როდის წარმოიქმება D ვიტამინი და სად ინახება იგი მთელი წლის განმავლობაში?
ჩვენს კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. მარაგდება ღვიძლში.
მინერალური მარილები
მ.მ-ები მონაწილეობას იღებენკუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.რკინა მონაწილეობს ჟანგბადის გადატანაშიფილტვებიდან ქსოვილებამდე. ფტორი კბილის მინანქანრს აგებს.
რომელი საკვები შეიცავენ C ვიტამინს?
ფორთოხალი,ლიმონი,პამიდორი,მარწყვი,ბროკოლი
რომელი საკვები შეიცავენ A ვიტამინს?
რძე,კვერცხი,პამიდორი,სტაფილო,კარაქი
რომელი საკვები შეიცავენ D ვიტამინს?
კარაქი,კვერცხი,თევზი
რომელი საკვები შეიცავენ კალიუმს?
ბანანი,კარტოფილი
რომელი საკვები შეიცავენ კალციუმს?
რძე,ყველი
რომელი საკვები შეიცავენ რკინას?
ლობიო,ხორცი
რომელ წვენს შეიცავს კუჭი?
პეპსინს
რომელ წვენს შეიცავს ნერწყვი?
ამილაზებს.
ცილების მონელება
ცილების დაშლა იწყება კუჭში,სადაც პეპსინი შლის ცილის მოლეკულას მცირე ფრაგმენტებად. ცილის მონელება სრულდება 12გოჯა ნაწლავში,სადაც პანკრეასის პროტეაზა შლის ცილის ფრაგმენტებს ამინომჟავებამდე.
ნახშირწყლების მონელება
ნახძშირწყლების დაშლა იწყება პირის ღრუში,სადაც ნერწყვის ამილაზა შლის მათ მცირე ფრაგმენტებად. მათი დაშლა სრულდება 12გოჯა ნაწლავში,სადაც პანკრეასის ამილაზა შლის ნახშირწყლების ფრაგმენტებს გლუკოზამდე.
ცხიმების მონელება
ცხიმები იშლება მხოლოდ 12გოჯა ნაწლავშ პანკრეასის ლიპაზა შლის ცხიმებს გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად.
ღვიძლის ფუნქცია საჭმლის მონელებაში
ღვიძი გამოიმუშავებს ნაღველს. ნაღვ ელი ინახება ნაღვლის ბუშტში, პერიოდულად გადადის 12გოჯა ნაწლავშ,მაშინ როცა ნაწლავში მოხვდება ცხიმიანი საკვები. ნაღველუ არ შეიცავს ფერმენტებს,მიუხედავად ამისა იგი მაინც მონაწილეიბს ცხიმების მონელებაში. ნაღველი ააქტიურებს პანკრეასის ლიპაზას და შლის ცხიმს წვრილ წვეთებად,რასაც ემულგირება ეწოდება.