1/31
მექანიკური მოძრაობა. გადაადგილება, გავლილი მანძილი, ვექტორები
მექანიკური მოძრაობა
ფიზიკური მოვლენა, რომლის დროსაც სხეულის მდებარეობა სივრცეში სხვა სხეულის მიმართ დროის განმავლობაში იცვლება
როდისაა სხეული მოძრავი?
სხეული მოძრავია თუ მისი მდებარეობა იცვლება ნებისმიერი სხვა სხეულის მიმართ.
ათვლის სხეული
სხეული, რომლის მიმართაც განიხილება მოცემული სხეულის მოძრაობა. ათვლის სხეულად შეიძლება ნებისმიერი სხეული მივიჩნიოთ
ნივთიერი წერტილი
(მატერიალური წერტილი) სხეული, რომლის ზომების უგულებელყოფა მოცემული ამოცანის პირობებში შესაძლებელია. ნივთიერ წერტილს არ აქვს ზომები, მაგრამ აქვს მასა.
გადატანითი მოძრაობა
მოძრაობა, რომლის დროსაც სხეულის ყველა წერტილი ერთნაირი ტრაექტორიით მოძრაობს.
მექანიკა
ფიზიკის ის ნაწილი, რომელიც სხეულთა მექანიკურ მოძრაობას და ამ მოძრაობისას მათ ურთიერთქმედებას შეისწავლის
მექანიკის ძირითადი ამოცანა
დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის (ნივთიერი წერტილის) მდებარეობის (კოორდინატების განსაზღვრა)
ათვლის სისტემა
ათვლის სხეული, რომელიც პირობითად უძრავად მიჩნეულია. ათვლის სხეულთან დაკავშირებული საკოორდინატო სისტემა და საათი (დროის ასათვლელი საშუალება)
ვექტორული სიდიდე
სიდიდე რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობა და მიმართულება. მაგ: სიჩქარე, ძალა, გადაადგილება
სკალარული სიდიდე
სიდიდე რომელსაც მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ: დრო, სიგრძე, გავლილი მანძილი
ვექტორი
ისრიანი მონაკვეთი, რომელსაც აქვს საწყისი წერტილი და მიმართულება
ვექტორების შეკრების სამკუთხედის წესი
სამკუთხედის წესით ვექტორების შეკრებისათვის საჭიროა, ვექტორების სიგრძისა და მიმართულების შეუცვლელად ერთის ბოლო მოვათავსოთ მეორის სათავეში. პირველის საწყისიდან მეორის ბოლოსაკენ მიმართული ვექტორი იქნება ამ ორი ვექტორის ჯამი
ვექტორების შეკრების პარალელოგრამის წესი
პარალელოგრამის წესით ვექტორების შეკრებისას ისინი ისე დავალაგოთ სიგრძისა და მიმართულების შეუცვლელად, რომ ორივე ვექტორი ერთი წერტილიდან გამოვიდეს. შევავსოთ ფიგურა პარალელოგრამამდე. ვექტორების საერთო სათავიდან გავლებული დიაგონალი იქნება ამ ორი ვექტორის ჯამი
თანამიმართული ვექტორების შეკრება
როდესაც ვექტორები თანამიმართულია, ჯამური ვექტორის მოდული შესაკრები ვექტორების მოდულების ჯამის ტოლია
არათანამიმართული ვექტორების შეკრება
როდესაც ვექტორები არათანამიმართულია, მათი სხვაობის მოდული ვექტორების მოდულების სხვაობების ტოლია და მიმართულია დიდი მოდულის მქონე ვექტორის მხარეს.
გადაადგილება
წრფის მიმართული მონაკვეთი, რომელიც სხეულის (ნივთიერი წერტილის) საწყის მდებარეობას მის მომდევნო მდებარეობასთან აერთებს
სიჩქარე
ფიზიკური სიდიდე, რომელიც დროის ერთეულში სხეულის გადაადგილებას გვიჩვენებს.
გავლილი მანძილი
ტრაექტორიის სიგრძე. აღინიშნება L-ით ან d-თი. მანძილის ერთეული SI სისტემაში 1მ-ია
ტრაექტორია
წირი რომელსაც შემოწერს სხეული მოძრაობისას
როდის ემთხვევა გადაადგილება და გავლილი მანძილი?
სხეულის გავლილი მანძილი და გადაადგილება ერთმანეთს ემთხვევა როდესაც სხეული წრფივად მოძრაობს.
წრფივი თანაბარი მოძრაობა
ისეთი მოძრაობაა, რომლის დროსაც სხეულის გადაადგილებები დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ერთნაირია
როდისაა გეგმილი დადებითი?
გეგმილი დადებითია, თუ ვექტორი ღერძის მიმართულებით არის მიმართული.
როდისაა გეგმილი უარყოფითი?
გეგმილი უარყოფითია, თუ ვექტორი ღერძის საპირისპიროდ არის მიმართული
როდისაა გეგმილი ნულის ტოლი?
გეგმილი ნულის ტოლია, თუ ვექტორი ღერძის მართობულია
ვექტორების გამოკლება
იმისათვის რომ ვექტორები გამოვაკლოთ, საჭიროა მიმართულებისა და სიგრძის შეუცვლელად ამ ვექტორების სათავეების ერთ წერტილში მოთავსება. სხვაობა მიმართული იქნება მაკლებიდან საკლებისკენ
მოძრაობის ფარდობითობა
მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია: სხეულის მოძრაობის განხილვისას აუცილებელია ათვლის სხეულის (ათვლის სისტემის) მითითება, რადგან არ არსებობს აბსოლუტურად უძრავი სხეული. მოცემული სხეული ერთსა და იმავე დროს შეიძლება ერთი ათვლის სხეულის მიმართ მოძრაობდეს, ხოლო მეორე ათვლის სხეულის მიმართ უძრავი იყოს.
სხეულების სიჩქარეთა ფარდობითობა როდესაც ისინი ერთის წრფის გასწვრივ ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობენ
ერთი სხეულის ფარდობითი სიჩქარის მოდული მეორის მიმართ, როდესაც ისინი ერთი წრფის გასწვრივ ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობენ, დედამიწის მიმართ მათი სიჩქარეების ჯამის მოდულის ტოლია.
სხეულების სიჩქარეთა ფარდობითობა როდესაც ისინი ერთის წრფის გასწვრივ ერთი მიმართულებით მოძრაობენ
ერთი სხეულის ფარდობითი სიჩქარის მოდული მეორის მიმართ, როცა ისინი ერთი წრფის გასწვრივ ერთი მიმართულებით მოძრაობენ, დედამიწის მიმართ მათი სიჩქარეთა მოდულების სხვაობის ტოლია.
არათანაბარი მოძრაობა
მოძრაობა, რომლის დროსაც სხეულის გადაადგილებები დროის ტოლ შუალედებში განსხვავებულია
საშუალო სიჩქარე
იყენებენ არათანაბარი მოძრაობის დასახასიათებლად, რადგან არათანაბარი მოძრაობის დროს სიჩქარე მუდმივი სიდიდე არ არის. სხეულის სიჩქარე ტრაექტორიის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია.
მყისი სიჩქარე
სხეულის სიჩქარე დროის მოცემულ მომენტსა და ტრაექტორიის მოცემულ წერტილში.