რომი III საუკუნეში

0.0(0)
Studied by 4 people
call kaiCall Kai
learnLearn
examPractice Test
spaced repetitionSpaced Repetition
heart puzzleMatch
flashcardsFlashcards
GameKnowt Play
Card Sorting

1/24

encourage image

There's no tags or description

Looks like no tags are added yet.

25 Terms

1
New cards

რატომ დასუსტდა რომი III საუკუნეში?

III საუკუნეში რომში გახშირდა იმპერატორების ცვლილება, რამაც რომის სახელმწიფო დაასუსტა და ამის გამო გაააქტიურდნენ მომთაბარე ტომებიც.

2
New cards

რა პერიოდად მოიხსენიებენ III საუკუნის პირველ ნახევარს რომის ისტორიაში?

ამ პერიოდს “ჯარისკაცი იპერატორების” პერიოდს უწოდებენ, რადგან ძირითადად რომაელი სარდლები სამხედრო გადატრიალებით ხდებოდნენ იმპერატორები.

3
New cards

რომელ საუკუნეში შეიქმნა სასანიანთა ირანი?

III საუკუნეში

4
New cards

რა მოხდა 226 წელს?

226 წელს სასანიანთა ირანის საგვარეულოს წარმომადგენელმა არდაშირმა დაამარცხა პართიის ბოლო მეფე არტაბანოსი და მიიღო შაჰინ-შაჰის (მეფეთა მეფის) წოდება.

5
New cards

ვინ ითვლენა სასანიდური ირანის დამაარსებლად?

არდაშირი

6
New cards

რა იყო სასანიანთა ირანის დედაქალაქი?

ქტესიფონი

7
New cards

რომელ ფენებად იყოფოდა სასანიანთა ირანის მოსახლეობა?

მოსახლეობა იყოფოდა 4 ფენად: ქურუმები, მწერლები (კანონების გადამწერები, განათლებულები), მეომრები, თავისუფალთა ფენა (გლეხები ანუ მიწათმოქმედები, ვაჭარ-ხელოსნები)

8
New cards

რომელი ფენა იხდიდა გადასახადებს სასანიანთა ირანში?

IV ფენა

9
New cards

როგორ საგარეო კურსი ჰქონდა სასანიანთა ირანს?

სასანიანთა ირანმა თავიდანვე დაიწყო დაპყრობითი ომები და მისი მთავარი მეტოქე იყო რომი.

10
New cards

რა იყო რომისა და ირანის ომის მიზეზი?

ომის მიზეზი იყო მესოპოტამიაზე, სირია-პალესტინასა და სამხრეთ კავკასიაზე გაბატონება. იმ სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვას აკავშირებდა ინდოეთთან და შუა აზიას - ჩინეთთან.

11
New cards

როდის და ვისი მმართველობის დროს გაძლიერდა ირანი?

ირანი გაძლიერდა III საუკუნეში შაბურ I-ის მმართველობის დროს.

12
New cards

რა მოხდა 260 წელს?

260 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა ედესას ბრძოლაში დაამარცხა რომაელები და იმპერატორი ვალერიანე ტყვედ ჩაიგდო.

13
New cards

რა მოუვიდა ქართლს ირანის გაძლიერების შემდეგ?

გახდა ირანის გავლენის სფერო.

14
New cards

რა ვიცით ქართლის მეფე ამაზასპის შესახებ?

შემორჩენილი შაბურ I-ის კედლის წარწერა, რომელშიც ის ასახელებს დამორჩილებულ მეფეებს, მათ შორის ქართლის მეფე ამაზასპს.

15
New cards

ვის სახელს უკავშირდება რომის დროებითი გაძლიერება III საუკუნეში?

რომის დროებითი გაძლიერება უკავშირდება იმპერატორ დიოკლიტიანეს სახელს, რომელიც ტახტზე ავიდა 284 წელს.

16
New cards

რა ეწოდა დიოკლიტიანეს დროს შექმნილ მმართველობით სისტემას?

დომინატი. დომუს ნიშნავს ბატონს. დიოკლიტიანემ დააწესა, რომ იმპერატორს ამიერიდან “დომუსით” მიმართავდნენ.

17
New cards

როგორ განამტკიცა დიოკლიტიანემ იმპერატორის ცენტრალიზებული ძალაუფლება?

რომის იმპერიის ეფექტურად მართვის მიზნით დიოკლიტიანემ შემოიღო ტეტრარქია, ანუ 4თა მმართველობა. თანაიმპერატორად დაინიშნა დიოს თანამებრძოლი მაქსიმიანე. ორივეს ჰქონდა ავგუსტუსის წოდება. კიდევ დაინიშნა 2 თანაშემწე, რომლებიც ატარებდნენ კეისრის წოდებას.

18
New cards

რა ახასიათებდა ტეტრარქიას?

ტეტრარქიის ოთხივე წევრი აწერდა ხელს კანონებს. გადანაწილებული ჰქონდათ სამართავი ტერიტორიები და არცერთი არ იმყოფებოდა რომში, რამაც ქალაქს ფუნქცია დაუკარგა.

19
New cards

როგორ შეიცვალა იმპერატორის როლი ტეტრარქიის დროს?

ტეტრარქიის დროს იმპერატორს მიენიჭა განუსაზღვრელი ძალაუფლება და ფაქტობრივად აღარ იწვევდნენ სენატის სხდომებს. იმპერატორის წოდება გახდა მემკვიდრეობითი.

20
New cards

აღწერე დიოკლიტიანეს სამხედრო რეფორმა

ჯარო დაიყო სასაზღვრო და მობილურ ჯარად. ჯარის რაოდენობის გაზრდის მიზნით დიოკლიტიანემ შემოიღო საყოველთაო გაწვევა (მანამდე ჯარის შეკრება ხდებოდა მოხალისეობის პრინციპით)

21
New cards

აღწერე დიოკლიტიანეს ფინანსური რეფორმა

გადასახადს განსაზღვრავდა მიწის რაოდენობა. ბევრი მიწა=მაღალი გადასახადი. მოიჭრა ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტები და ზოგიერთ საქონელზე დაწესდა ფასის მაქსიმუმი

22
New cards

აღწერე დიოკლიტიანეს რელიგიური რეფორმა

გაძლიერდა რომაული ღმერთების თაყვანისცემა. იუპირტერი გამოცხადდა იმპერატორების მფარველად, რაც ხაზს უსვამდა იმპერატორების ღვთაებრივ წარმომავლობას. დიოკლიტიანემ ასევე გააძლიერა ქრისტიანების დევნა, მისი იმპერატორობის დროს აწამეს წმ.გიორგი.

23
New cards

რა მოხდა 305 წელს?

დიოკლიტიანე გადადგა. ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას.

24
New cards

ვინ იყვნენ კოლონები?

მიწათმოქმედები რომში

25
New cards

ვინ იყვნენ კურიალები?

ვაჭარ-ხელოსნები რომში