1/24
Looks like no tags are added yet.
როდის დაიწყო რომში “5 დიდი იმპერატორის პერიოდი”? და რომელი იმპერატორები მართავდნენ ამ დროს?
I საუკუნის ბოლოდან რომში იწყება „5 დიდი იმპერატორის პერიოდი“ (ნერვა, ტრაიანე, ადრიანე, ანტონინუს პიუსი, მარკუს ავრელიუსი).
რისი სინონიმი გახდა სიტყვა “რომაელი’?
ცივილიზაციის
რომელი იმპერატორი განიხილება, როგორც საუკეთესო პრინცეპსი?
იმპერატორი ტრაიანე ისტორიაში შევიდა საუკეთესო პრინცეპსის სახელით. მან შეცვალა წინამორბედების პოლიტიკა და დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება.
რეები გააკეთა ტრაიანემ?
ტრაიანემ დაიწყო საზღვრების გამაგრება და მის დროს აშენდა რეგიონალური ზღუდეები (ლიმესი).
რა მოხდა 114 წელს?
114 წელს ტრაიანემ დაიწყო აღმოსავლეთით შეტევა და ომის მიზეზი გახდა სომხეთის საკითხი. პართიამ რომის დაუკითხავად სომხეთში დანიშნა მეფე
რა გააკეთა ტრაიანემ სომხეთში?
ტრაიანემ ჯარი შეიყვანა სომხეთში, გააუქმა სომხეთის სამეფო და სომხეთი დაყო ორ პროვინციად (დიდი არმენია და მცირე არმენია).
სომხეთის დაპყრობის შემდეგ რა გააკეთა ტრაიანემ?
ტრაიანე შეიჭრა პართიაში და დაიპყრო ქტესიფონი.
როდის და როგორ დასრულდა ტრაიანეს ომი?
ომი დასრულდა 116 წელს. ტრაიანემ პართიის სამეფო ტახტზე ისეთი კანდიდატურა დაამტკიცა, რომელიც იქნებოდა რომის მომხრე.
რატომ ვერ გააგრძელა ლაშქრობა ტრაიანემ პართიაში?
ტრაიანეს ლაშქრობის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ, 1) ავადმყოფობდა 2) დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყებები დაიწყო.
როგორ გარდაიცვალა ტრაიანე?
ლაშქრობიდან ტრაიანე გაბრუნდა უკან, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.
ვინ გახდა ტრაიანეს შემდეგ იმპერატორი?
ტრაიანეს შემდეგ იმპერატორი იყო ადრიანე, რომელმაც რომის საზღვრების გამაგრებაზე დაიწყო ზრუნვა.
რა ააშენა ადრიანემ?
ადრიანეს დროს ბრიტანეთის კუნძულზე ყველაზე ვიწრო ადგილას აშენდა კედელი, რომელსაც ადრიანეს კედელსაც უწოდებენ. მას უნდა დაეცვა რომის ტერიტორია ჩრდილოეთით მცხოვრები ტომებისაგან.
როდის გაძლიერდა ქართლის სამეფო?
ქართლის სამეფო გაძლიერდა II საუკუნეში მეფე ფარსმან II-ის დროს. მან გააფართოვა ქართლის სამეფოს საზღვრები, დაიკავა ტერიტორიები სამხრეთ-დასავლეთით (არგვეთი) შავი ზღვის სანაპიროზე და მოიპოვა გასასვლელი შავ ზღვაზე.
რა უნდოდა ფარსმან II-ს?
ფარსმან II-ს სურდა, რომს ეღიარებინა ქართლის სამეფოს გაფართოებული საზღვრები.
რომელი ტომი დაიმორჩილა ფარსმან II-მ/
ფარსმან II-მ დაიმორჩილა შავი ზღვის სამხრეთით მცხოვრები ძიდრიტების ტომი, რომელიც მანამდე ემორჩილებოდა რომს.
რა გააკეთა ფარსმანმა, რათა რომიც და პართიაც დაესუსტებინა?
ფარსმან II-მ გახსნა კავკასიონის გადმოსასვლელები და გადმოუშვა ალან-ოსები და შეასია როგორც პართიის, ისე რომის პროვინციებს.
რა გააკეთა ადრიანემ კაპადოკიაში?
იმპერატორი ადრიანე ჩავიდა რომის აღმოსავლეთ პროვინცია კაპადოკიაში (მცირე აზია) და თავისთან დაიბარა დაქვემდებარებული ქვეყნების მეფეების.
რა მიიღო მხოლოდ ფარსმან II-მ იმპერატორ ადრიანესგან?
ადრიანემ საჩუქარი გაუგზავნა მხოლოდ ფარსმან II-ს (ორი საბრძოლო სპილო და 50-კაციანი ამალა).
რა გააკეთა ფარსმან II-მ ადრიანეს მოწვევის მიღების შემდეგ?
კაპადოკიაში ყველა მეფე ჩავიდა ფარსმან II-ს გარდა, მაგრამ საჩუქრები გაუგზავნა იმპერატორს (ძვირფასი მოსასხამები).
რა გააკეთა ადრიანემ ფარსმან ქველის საჩუქრების მიღების შემდეგ?
განრისხებულმა ადრიანემ მოსასხამები გლადიატორებს ჩააცვა.
რა გააკეთა ანტონიუს პიუსმა?
ანტონინუს პიუსმა ფარსმან II ოჯახთან ერთად მიიწვია რომში.
საიდან ვიცით, რომ ფარსმან ქველი რომში ჩავიდა?
ფარსმან II ჩავიდა რომში და მის შესახებ მოთხრობილია რომაულ ქრონიკებში.
რა გააკეთა ანტონიურ პიუსმა ფარსმან II-ს რომში ჩასვლის შემდეგ?
ანტონინუს პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს გაფართოებული საზღვრები, ფარსმან II-ს უფლება მისცა, კაპიტოლიუმში შეეწირა მსხვერპლი, რაც უცხოელისთვის დიდი პატივი იყო (მარსის ტაძარში).
როგორ სცეს პატივი რომაელებმა ფარსმან ქველს?
ფარსმან II-ს ძეგლი დაუდგეს რომში, მარსის მოედანზე (მარსი იყო ომის ღმერთი).
როგორ მოვდა ფარსმან ქველი?
ქართლში დაბრუნებული ფარსმან II მოწამლა საკუთარმა მზარეულმა, რომელიც მოსყიდული იყო პართიის მიერ.