1/35
Looks like no tags are added yet.
ვისი გავლენის ქვეშ იყო საქართველო VI საუკუნეში?
ქართლი - ირანის, ლაზიკა - ბიზანტიის
როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ეგრისელებს ბიზანტიელების მიმართ VI საუკუნეში?
ბიზანტიელები უხეშად ერეოდნენ ლაზიკის საშინაო საქმეებში და ზოგიერთ საქონელზე სავაჭრო მონოპოლიაც დააწესეს, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევდა.
რის გამო დაუპირისპირდნენ ირანი და ბიზანტია ერთმანეთს?
სავაჭრო გზების და კავკასიონის გადმოსასვლელების კონტროლის გამო
აღწერე VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის პირველი ომი
502-506 წლებში მიმდინარეობდა ირან-ბიზანტიის ომი. ირანის შაჰი კავადი მოულოდნელად შეიჭრა სომხეთსა და მესოპოტამიაში. ბიზანტიის იმპერატორი იყო ანასტასიოს I. ბიზანტიამ ჩრდ.მესოპოტამიაში ირანის საზღვართან დაიწყო ციხესიმაგრე დარას მშენებლობა, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ბიზანტიისთვის.
რაზე შეთანხმდნენ ირანი და ბიზანტია 506 წელს?
ბიზანტია გადაიხდიდა ოქროს, რომ ირანს დაეცვა კავკასიონის გადმოსასვლელები.
რა მოხდა ქართლში 523 წელს?
ირანის შაჰმა კავადმა გააუქმა ქართლში მეფობა და მმართველად დანიშნა მარზპანი.
რა გააკეთა ქართლის ბოლო მეფე გურგენმა, შაჰის მიერ ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ?
აუჯანყდა ირანელებს. ის ბიზანტიის დახმარებას ელოდა, მაგრამ მტრის წინააღმდეგ მარტო დარჩა და დამარცხდა. ის ჯერ ლაზიკაში გადავიდა და შემდეგ ბიზანტიაში.
რა ხდებოდა 527-532 წლებში?
527 წელს დაიწყო ირან-ბიზანტიის II დაპირისპირება, რომელიც გაგრძელდა 532 წლამდე.
რომელი იმპერატორის მმართველობის პერიოდი მიიჩნევა “ოქროს ხანად” ბიზანტიისთვის?
იუსტინიანე I-ის
რომელი შაჰის მმართველობის პერიოდი მიიჩნევა “ოქროს ხანად” სასანიანთა ირანისთვის?
ხოსრო I-ის ანუ ანუშირვანის
როგორ დამთავრდა ირან-ბიზანტიის 527-532 წლების ომი?
ომი დამთავრდა “საუკუნო ზავით”. ირანმა დათმო და ბიზანტიამ მიიღო მესოპოტამიის ნაწილი და კავკასია. ორივე სახელმწიფოს სჭირდებოდა ეს ზავი თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის
რომელი რეფორმები გაატარა ხოსრო I-მა?
ხოსრომ გაატარა სამხედრო, ადმინისტრაციული და საგადასახადო რეფორმები. მისი მმართველობის დროს შეიქმნა მუდმივი ჯარი, რომელიც შაჰზე იყო დამოკიდებული. 18 ოლქის ნაცვლად ირანი დაყო 4 ოლქად.
რა იყო იუსტინიანე I-ის მთავარი მიზანი?
იუსტინიანემ თავი გამოაცხადა რომის იმპერიის მემკვიდრედ და მისი მიზანი იყო ძველი რომის იმპერიის საზღვრების აღდგენა.
ვინ უშლიდა ხელს იუსტინიანე I-ს ძველი იმპერიის საზღვრების აღდგენაში?
გერმანული სამეფოები
რომელ სამეფოს შეუტია იუსტინიანემ თავდაპირველად?
იუსტინიანე I-მა დაიწყო ლაშქრობები დასავლეთით და პირველად შეუტია ვანდალების სამეფოს, რომელიც ხელს უშლიდა ბიზანტიას ეგვიპტის გაკონტროლებაში
რატომ აღიზიანებდათ ბიზანტიელებს ვანდალების ცხოვრების წესი?
ვანდალებში გავრცელებული იყო არიანელობა და ეს აღიზიანებდა ბიზანტიას, რომელიც ნიკეის კრების შემდეგ გმობდა არიანელობას.
რა შედეგი გამოიღო იუსტინიანეს ვანდალების სამეფოში შეჭრამ?
ბიზანტიამ დაიპყრო ვანდალების სამეფო.
რა საბაბით შეიჭრა ბიზანტიის ჯარი ვანდალების სამეფოში?
იუსტინიანე I-მა ვანდალების სამეფოში შეჭრის მიზეზად გამოაცხადა პრო-ბიზანტიური მეფის, ჰილდერიკის მკვლელობა.
რომელი სამეფო დაიპყრო იუსტინიანე I-მა ვანდალების სამეფოს დაპყრობის შემდეგ?
ბიზანტიამ ვანდალების შემდეგ დაიპყრო ოსტგოთების სამეფო.
რა საბაბით შეიჭრა ბიზანტიის ჯარი ოსტგოთების სამეფოში?
შეჭრის მიზეზად იმპერატორმა პრო-ბიზანტიური დედოფლის ამალასენტას მკვლელობა.
რომელმა ბიზანტიელმა სარდალმა დაიმორჩილა ვანდალები და ვესტგოთები?
ველისარიუსმა
როგორ განვითარდა მოვლენები ბიზანტიის ჯარის ვესტგოთების სამეფოში შეჭრის შემდეგ?
ბიზანტიელებმა ვესტგოთების სამეფოს დაპყრობა სრულად ვერ მოახერხეს და დაიპყრეს პირენეის მხოლოდ სამხრეთ ნაწილი.
რა მოხდა 540 წელს?
რეფორმების გატარების შედეგად გაძლიერებულმა ხოსრო I-მა დაარღვია “საუკუნო ზავი”, შეიჭრა სირიაში და აიღო ანტიოქია
რა მოვლენას ვეძახით “დიდ ომიანობას ეგრისში” ან “ოცწლიან ომს”?
542-562 წლებში მიმდინარეობდა ომი ირანსა და ბიზანტიას შორის. ომის სახელი იქედან გამომდინარეობს, რომ ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ეგრისის ტერიტორიაზე.
ვინ იყო ლაზიკას მეფე დიდი ომიანობის დროს?
ლაზიკას მეფე იყო გუბაზ II, რომელიც უკმაყოფილო იყო ბიზანტიელების პოლიტიკით. ლაზიკაში ბიზანტიელებმა ააშენეს პეტრას ციხე (დღევანდელი ციხისძირი), სადაც იდგა ბიზანტიური ჯარი.
რა გადაწყვიტა გუბაზ II-მ ირან-ბიზანტიის ომის დროს?
გუბაზამ გადაწყვიტა, რომ ომი გამოეყენებინა ბიზანტიელების ეგრისიდან გასაყრელად.
როგორ დაიხმარა გუბაზ II-მ ირანელები ბიზანტიელების წინააღმდეგ?
ხოსრო I-ის ჯარი შემოვიდა ლაზიკაში. ლაზებმა და ირანელებმა ერთობლივად დაამარცხეს ბიზანტიელები, გაყარეს ისინი ლაზიკადან და პეტრა ციხეში დამყარდა ირანული გარნიზონი
რატომ იყო ირანისთვის ლაზიკის დაკავება მნიშვნელოვანი?
ირანისთვის ლაზიკას დაკავება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლაზიკის დაკავებით მოიპოვებდა შავ ზღვაზე გასასვლელს, მთლიან საქართველოს ტერიტორიაზე დაამყარებდა კონტროლს და გააკონტროლებდა ლაზიკას კავკასიონის უღელტეხილებს (მარუხი და ქლუხორი). თუ ლაზიკა ირანს შეუერთდებოდა, მაშინ ქართლს ირანის წინააღმდეგ ზურგი აღარ ექნებოდა.
ირანის რომელი მიზნის შესახებ გაიგო გუბაზ II-მ, რამაც პოზიციის შეცვლა აიძულა? რა მოხდა შემდეგ?
გუბაზ II-მ გაიგო, რომ ირანი აპირებდა ლაზების აყრას და სპარსელების ჩამოსახლებას. გუბაზმა ისევ შეიცვალა პოზიცია და გადავიდა ბიზანტიის მხარეს. ამჯერად სპარსელები გაყარეს ლაზიკადან და ბიზანტიამ თავადვე დაანგრია პეტრას ციხე.
როგორი ურთიერთობა ჰქონდა გუბაზ II-ს ბიზანტიელ სარდლებთან?
გუბაზ II ხშირად საყვედურობდა ბიზანტიელ სარდლებს თვითნებობის გამო. მათ დაემუქრა კიდეც, რომ იუსტინიანესთან დაასმენდა
რა მოხდა 554 წელს?
მდინარე ხობისწყალთან მეფე გუბაზ II მოკლეს.
რატომ გაიმართა სახალხო კრება ლაზიკაში?
კრებას უნდა გადაეწყვიტა, გუბაზის მკვლელობის შემდეგ ბიზანტიის მხარეს დარჩენილიყვნენ ლაზები, თუ გადასულიყვნენ ირანის მხარეს.
რომელი ლაზი დიდებული უჭერდა მხარს ირანის მხარეს გადასვლას?
აიეტი
რომელი ლაზი დიდებული უჭერდა მხარს ბიზანტიის მხარეს დარჩენას?
ფარტაზი
რა გადაწყდა ლაზიკას სახალხო კრებაზე>
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლაზები დარჩებოდნენ ბიზანტიის მხარეს იმ პირობით, თუ იუსტინიანე I დასჯიდა გუბაზ II-ს მკვლელებს და ლაზიკის ტახტზე ბიზანტია დაამტკიცებსა გუბაზ II-ს ძმას, წათე II-ს.
როგორ დამთავრდა 20 წლიანი ომი?
20 წლიანი ომი დასრულდა 562 წელს, დარას ზავით. ლაზიკა დარჩა ბიზანტიას, მაგრამ სვანეთი ირანს