რომი V საუკუნეში

0.0(0)
Studied by 0 people
call kaiCall Kai
learnLearn
examPractice Test
spaced repetitionSpaced Repetition
heart puzzleMatch
flashcardsFlashcards
GameKnowt Play
Card Sorting

1/14

flashcard set

Earn XP

Description and Tags

დას.რომის იმპერიის დაცემა

15 Terms

1
New cards

ვინ იყო სტილიქონი?

რადგან დას.რომის იმპერატორი ჰონორიუსი, იყო მცირეწლოვანი, იმპერის, ფაქტობრივად, მართავდა სტილიქონი, წარმოშობით ვანდალი მხედართმთავარი.

2
New cards

რამ გაზარდა სტილიქონის გავლენა?

სტილიქონმა 2-ჯერ მოიგერია ვესტგოთების შემოსევა, რამაც მისი გავლენა და ავტორიტეტი გაზარდა.

3
New cards

როგორ მოკვდა სტილიქონი?

დიდებულების ვანდალი სტილიქონის ავტორიტეტის გაზრდა არ მოსწონდათ, ამიტომ დაარწმუნეს ჰონორიუსი მხედართმთავრის მოღალატეობაში და ჰონორიუსის ბრძანებით მოკლეს სტილიქონი.

4
New cards

რა მოხდა რომში სტილიქონის მკვლელობის შემდეგ?

დაიწყო გერმანელების დევნა.

5
New cards

რა მოხდა 410 წელს?

ვესტგოთების ბელადმა ალარიხმა აიღო ქალაქი რომი. “მარადიული ქალაქი” პირველად დაეცა.

6
New cards

რა გააკეთა ჰონორიუსმა რომის პირველად დაცემის შემდეგ?

ჰონორიუსი გაიქცა რავენაში და ვესტგოთებს შესთავაზა გალიის ტერიტორია, რომის დატოვების სანაცვლოდ.

7
New cards

რა გააკეთეს ვესტგოთებმა რომის აღების შემდეგ?

გადავიდნენ გალიაში, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულან და გადაინაცვლეს პირენეის ნახევარკუნძულზე. ესპანეთის ტერიტორიაზე შექმნეს ვესტგოთების სამეფო, პირველი ბარბაროსული სამეფო რომის იმპერიის ტერიტორიაზე.

8
New cards

ვინ იყო ჰუნების ბელადი V საუკუნეში?

ატილა

9
New cards

რა მოხდა 451 წელს?

კატალაუნის ველზე (გალიის ტერიტორია) ერთმანეთს დაუპირისპირდა რომაული არმია, აეციუსის მეთაურობით, და ჰუნები, ატილას მეთაურობით.

10
New cards

რას უწოდებენ კატალაუნის ბრძოლას?

“ხალხთა ბრძოლას”

11
New cards

როგორ დამთავრდა კატალაუნის, იგივე ხალხთა ბრძოლა?

რომაელებმა შეძლეს ჰუნების შეჩერება, მაგრამ არ გაუმარჯვიათ.

12
New cards

რა მოხდა 452 წელს?

ატილამ ალყა შემოარტყა ქალაქ რომს. ატილასთან მოსალაპარაკებლად გავიდა რომის პაპი ლეო I. უცნობია, რა უთხრა ლეო I-მა ატილას, მაგრამ ის ვიცით, რომ საუბრის შემდეგ ატილამ ალყა მოხსნა. რომაელებმა ეს ღვთის სასწაულად ჩათვალეს. რომი გადაურჩა ჰუნებს.

13
New cards

რა მოხდა 455 წელს?

ქალაქი რომი აიღეს ვანდალებმა ჰაიზერიხის მეთაურობით და ორი კვირა არბევდნენ რომს.

14
New cards

რა მოხდა 476 წელს?

ვესტგოთმა ოდოაკარმა გამოაცხადა, რომ დას.რომს იმპერატორი აღარ სჭირდებოდა. ბოლო იმპერატორი იყო რომულუს ავგუსტუსი, რომელიც ტახტიდან გადააყენეს და საიმპერატორო ნიშნები ოდოაკარმა გაუგზავნა აღმ.რომის იმპერატორ ზენონს.

15
New cards

რომელი პერიოდის დასაწყისად მიიჩნევა დას.რომის დაცემა?

შუა საუკუნეების