1/24
Looks like no tags are added yet.
ვინ იყო რომის პირველი იმპერატორი და როგორ შეცვალა რომის მმართველობა მან?
გაიუს ოქტავიანე გახდა პირველი იმპერატორი და დაიწყო იმპერიის ხანა, თუმცა რესპუბლიკის ნიშნები შენარჩუნებულია. ისევ იწვევდნენ სახალხო კრებებს, ისევ ირჩევდნენ სენატს და მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ სენატის წევრებიც და თანამდებობის პირებიც იყვნენ გაიუსის ახლობლები. ასევე, იმპერატორის ბრძანებები გაუტოლდა სენატიდ დადგენილებებს.
რა ეწოდა რომის იმპერიის ადრეულ პერიოდს?
პრინციპატი, რაც ლათინურად მმართველს ნიშნავს.
როგორ განავითარა ოქტავიანემ რომი?
ოქტავიანე ზრუნავა პროვინციების განვითარებაზე, გაჰყავდა გზები დედაქალაქიდან პროვინციბამდე.
როგორ შეცვალა პროვინციების მმართველთა ხელფასები ოქტავიანემ?
პროვინციების მმართველები ადრე თუ ხელფასს პროვინციიდან იღებდნენ, ახლა მათ ხელფასი დაენიშნათ რომიდან.
რა გახდა რომისთვის მნიშვნელოვანი ოქტავიანეს მმართველობის დროს?
ოქტავიანეს დროს რომმა შეწყვიტა აქტიური დაპყრობები და მეტი მნიშვნელობა მიანიჭა დიპლომატიას.
ვინ იყო რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში?
პართია
რა საერთო ინტერესები ჰქონდათ რომსა და პართიას?
რომი და პართია ორივე დაინტერესებული იყო კავკასიონის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდებით, რადგან აქ ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ როგორც რომს, ისე პართიას. ვინც ამ გადმოსასვლელებს გააკონტროლებდა, მას ექნებოდა უპირატესობა მტერთან შედარებით.
ვინ აკონტროლებდა კავკასიონის გადმოსასვლელებს?
კავკასიონის გადმოსასვლელებს აკონტროლებდნენ ქართლის მეფეები რომის დავალებით.
რის გამო დაუპირისპირდა რომი და პართია ერთმანეთს I საუკუნეში?
პირველ საუკუნეში რომი და პართია ერთმანეთს დაუპირისპირდა სომხეთის გამო, რადგან სომხეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა.
რა გააკეთა პართიამ სომხეთის მეფის სიკვდილის შემდეგ?
პართია შეიჭრა ჯარით სომხეთში და იქ დასვა პართიელი მეფედ.
ვინ იყო ქართლის მეფე, როდესაც პართია პირველად შეიჭრა სომხეთში?
მითრიდატე I, რომელსაც ჰყავდა 2 შვილი ფარსმანი და მითრიდატე.
რა დაავალა რომმა მითრიდატე I-ს?
რომმა დაავალა მითრიდატე I-ს, ჩარეულიყო და მოეგვარებინა სომხეთის პრობლემა.
ვინ გააგზავნა მითრიდატემ სომხეთში პართელების წინააღმდეგ?
მისი შვილი ფარსმანი.
რა გააკეთა ფარსმანმა სომხეთში?
ფარსმანმა დაამარცხა პართელები, მაგრამ სომხეთში რომის დაუკითხავადც მეფედ დასვა თავისი ძმა მითრიდატე. ფარსმანი მალე ქართლის მეფე გახდა ფარსმან I-ის სახელით.
რა გააკეთა კალიგულამ?
რომი მიხვდა, რომ ქართლმა რომი და პართიის დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენა. იმპერატორმა კალიგულამ რომში დაიბარა მითრიდატე, სომხეთის მეფე და დააპატიმრა.
რა გააკეთა პართიამ მითრიდატეს დაპატიმრების შემდეგ?
სომხეთში პართიამ ისევ დასვა თავისი წარმომადგენელი.
რატომ გაათავისუფლა რომმა მითრიდატე?
რომში კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ ქართლის გარეშე სომხეთის საკითხს ვერ მოაგვარებდნენ.
რას დაავალებენ რომაელები მითრიდატეს?
რომმა გაათავისუფლა მითრიდატე, გაუშვა სომხეთში და ფარსმან I-ს დაავალებენ რომიდან, რომ დაეხმაროს ძმას ტახტზე ასვლაში. მითრიდატე ისევ სომხეთის ტახტზე ადის, მაგრამ მკვეტრად გამოხატული პრორომაული ორიენტაციით.
ვის არ მოსწონდა მითრიდატეს პრორომაული კურსი?
ფარსმან I-ს, რომელსაც სურდა რომისგან დამოუკიდებლობა, არ მოსწონდა თავისი ძმის საქციელი,
რას დაავალებს ფარსმან I რადამისტს?
ფარსმან I-მა სომხეთში გააგზავნა თავისი შვილი რადამისტი და დაავალა ბიძის მოშორება, რაც რადამისტმა შეასრულა და თავად გახდა სომხეთის მეფე, მაგრამ მისი მკაცრი მმართველობით უკმაყოფილო სომხები აუჯანყდნენ რადამისტს და ჩამოაგდეს ტახტიდან.
რა გააკეთა რადამისტმა ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ?
რადამისტი გამოიქცა ქართლში მამასთან.
რა ხდება სომხეთში რადამისტის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ?
სომხეთში ტახტზე ისევ პართიის წარმომადგენელი დაჯდა და სომხეთის დაკარგვის გამო რომმა პასუხი მოთხოვა ფარსმან I-ს. ფარსმან I-მა ყველაფერი გადააბრალა რადამისტს და მოაკვლევინა.
რაზე შეთანხმდნენ საბოლოოდ რომი და პართია
საბოლოოდ რომი და პართია შეთანხმდნენ, რომ სომხეთში დაინიშნებოდა პართიიის წარმომადგენელი, ოღონდ მას დაამტკიცებდა რომი.
ვინ გამეფდა ფარსმან I-ის შემდეგ?
ფარსმან I-ის შემდეგ ქართლში გამეფდა მისი შვილი მითრიდატე II, რომელსაც რომთან დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა.
რა აღმოაჩინეს მცხეთაში?
მცხეთაში აღმოჩენილია იმპერატორ ვესპასიანეს წარწერა ბერძნულ ენაზე, რომელშიც ნახსენებია ქართლის მეფე მითრიდატე და საუბარია იმაზე, თუ როგორ გაუმაგრა რომმა მცხეთას კედლები ანუ გალავანი