1/9
Looks like no tags are added yet.
როგორ შეცვალეს იუსტინიანე I-ის შემდეგ იმპერატორებმა საგარეო პოლიტიკა?
მათ უარი თქვეს დასავლეთში ბრძოლაზე და ირანთან ურთიერთობა გახადეს პრიორიტეტი
რა გარემოებებამ შეუწყო ხელი ქართლში სახელმწიფოებრიობის აღდგენას?
ირანში ხოსრო I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი ჰორმიზდი. ჰორმიზდს ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე და ამან გამოიწვია იმპერიის დესტაბილიზაცია. ირანში არსებული შიდა დაპირისპირებებით ისარგებლეს კავკასიის ხალხებმა და ქართლში აღდგა სახელმწფიოებრიობა (სომხეთში დაიწყო აჯანყება)
როგორ აღადგინა ქართლმა სახელმწიფოებრიობა?
ქართლის ერისთავებს არ მოსწონდათ უცხოეული მოხელე. მათ გადაწყვიტეს ჰყოლოდათ საკუთარი მმართველი. მეფობა ვერ აღადგინეს, მაგრამ თავიანთი წრიდან აირჩიეს ერისმთავარი, რომელიც იყო პირველი თანასწორთა შორის. ქართლის პირველი ერისმთავარი იყო გუარამ იგივე გურგენ ბაგრატიონი.
რა წარმომავლობის იყვნენ ბაგრატიონები?
XI საუკუნის ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის გადმოცემით, ბაგრატიონები იყვნენ სპერიდან (მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, დღეს თურქეთის პროვინცია)
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორს ქართლის ერისმთავართან?
ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსმა აღიარა ერისმთავრის თანამდებობა ლეგიტიმურად და ბაგრატიონს მისცა კურაპალატობა.
რა მოხდა ირანში 590 წელს?
ირანში მოკლეს შაჰი ჰორმიზდი და მისმა შვილმა ხოსრომ სიკვდილს თავი დააღწია ბიზანტიაში გაქცევით. ბიზანტიის იმპერატორი მავრიკიოსი დაპირდა დახმარებას ტახტზე ასვლაში, იმ შემთხვევაში, თუ ხოსრო ბიზანტიას დაუთმობდა სომხეთსა და აღმოსავლეთ მესოპოტამიას.
რა მოხდა 591 წელს?
ბიზანტიის დახმარებით გამეფდა შაჰი ხოსრო II, რომელმაც პირობა შეასრულა და ბიზანტიას გადასცა ტერიტორიები
რატომ მოკლეს იმპერატორი მავრიკიოსი?
რადგან მავრიკიოსს ირანთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, ჯარს შეუმცირა ხელფასი, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება. ხალხი აჯანყდა და 602 წელს მავრიკიოსი მოკლეს.
ვინ გახდა იმპერატორი მავრიკიოსის შემდეგ?
მავრიკიოსის მკვლელობის შემდეგ იმპერატორი გახდა ფოკა, რომელიც ხელისუფლებაში უზურპაციის გზით მოვიდა.
რა გააკეთა ბიზანტიამ ეგრისში IV საუკუნის ბოლოს?
გააუქმა მეფობა და დანიშნა პატრიკიოსი.