SAKARTVELO HISTORY (200)

0.0(0)
Studied by 0 people
call kaiCall Kai
learnLearn
examPractice Test
spaced repetitionSpaced Repetition
heart puzzleMatch
flashcardsFlashcards
GameKnowt Play
Card Sorting

1/199

encourage image

There's no tags or description

Looks like no tags are added yet.

200 Terms

1
New cards
  1. საქართველოს ტერიტორიაზე სად აღმოაჩინეს ჰომო გეორგიკუსი?


დმანისში

2
New cards
  1. დაახლოებით რამდენი წლისაა დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთი?


1.800 მილიონი წლის

3
New cards
  1. რას ეწოდა „ნეოლითური რევოლუცია“?


მიწათმოქმედების დაწყებას

4
New cards
  1. რომელი კულტურის სახელითაა ცნობილი ადრე ბრინჯაოს ხანა საქართველოში?


მტკვარ-არაქსის

5
New cards
  1. რა იყო ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი?


მიწათმოქმედების განვითარება

6
New cards
  1. რას უწოდებენ „კოლხურ თეთრს“?


კოლხეთის სამეფოში მიმოქცევაში არსებულ ვერცხლის ფულს

7
New cards
  1. ლეგენდის თანახმად, რა იყო არგონავტების ლაშქრობის მთავარი მიზანი?


ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება

8
New cards
  1. რომელი სამეფოს შესახებ მოგვითხრობს მითი არგონავტების შესახებ?


კოლხეთის

9
New cards
  1. ლეგენდის თანახმად რა ერქვა კოლხეთის მეფის, აიეტის ქალიშვილს?


მედეა

10
New cards
  1. რომელი ქართული სახელწოდება შეესაბამება ბერძნული კოლონიის - გიენოსის სახელი?


ოჩამჩირე

11
New cards
  1. შავი ზღვის რომელ სანაპიროზე მდებარეობდა ქალაქი დიოსკურია?


აღმოსავლეთ

12
New cards
  1. ვის მიერ იყო დაარსებული ფაზისის ახალშენი (კოლინია)?


ბერძნების

13
New cards
  1. რომელი ქართული პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობდა უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების - დიაოხის პოლიტიკური ცენტრი?


ტაოს

14
New cards
  1. ვინ იყო ფარნავაზის მოკავშირე აზოსთან ბრძოლაში?


ქუჯი

15
New cards
  1. რომელი ქალაქის მახლობლად აღიმართა არმაზის კერპი?


მცხეთის

16
New cards
  1. რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო ფარნავაზმა ქართლის სამეფო?


საერისთავოებად

17
New cards
  1. ვის წინააღმდეგ იბრძოდა ფარნავაზი?


აზოს

18
New cards
  1. ვის უკავშირებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ქართული დამწერლობის შექმნას?


ფარნავაზს

19
New cards
  1. რომელი იყო ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქი?


მცხეთა

20
New cards
  1. რა იყო ფარნავაზის დროს ქართლის სამეფოს უმთავრესი რელიგია?


კერპთაყვანისმცემლობა

21
New cards
  1. რომელმა რომაელმა სარდალმა ილაშქრა ქართლში ძვ. წ. აღ-ის I საუკუნეში?


გნეუს პომპეუსმა

22
New cards
  1. რომელი ღმერთის ტაძრის სიახლოვეს აღმართეს ფარსმან II-ის ცხენოსანი ქანდაკება რომში?


მარსის

23
New cards
  1. რომელ ქალაქში აღიმართა ქართლის მეფის, ფარსმან II-ის ძეგლი მისი პატივისცემის ნიშნად?


რომში

24
New cards
  1. რომელი რომაელი იმპერატორის თხოვნით ჩავიდა რომში ქართლის მეფე ფარსმან II ქველი?


ანტონიუს პიუსის

25
New cards
  1. გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეთაგან რომელმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?


ანდრია პირველწოდებულმა

26
New cards
  1. რომელია ბაზილიკური ტიპის ტაძარი?


მცხეთის ჯვარი

27
New cards
  1. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს რომელი მოციქულია დაკრძალული აფხაზეთში, ანაკოფიაში?


სვიმონ კანანელი

28
New cards
  1. საქართველოს რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად წმ. ნინო?


ჯავახეთში

29
New cards
  1. რომელი ქართველი მეფის დროს მიიღეს ქრისტიანობა ქართლში?


მირიანის

30
New cards
  1. ვინ იყო მირიან მეფის თანამედროვე რომის იმპერატორი?


კონსტანტინე

31
New cards
  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ქართლის პირველი ქრისტიანი დედოფალი ნანა?


IV

32
New cards
  1. რისი ეპისკოპოსი ესწრებოდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას?


ბიჭვინთის

33
New cards
  1. საქართველოს რომელი მხარეების ისტორიული სახელწოდებაა თაკვერი?


რაჭა-ლეჩხუმის

34
New cards
  1. საქართველოს რომელი კუთხე იყოფოდა შემდეგ ნაწილებად: შიდა, ქვემო და ზემო?


ქართლი

35
New cards
  1. რომელი მდინარე საზღვრავს იმერეთს დასავლეთიდან?


ცხენისწყალი

36
New cards
  1. საქართველოს რომელ კუთხეებს ეწოდებოდა ძველად ფხოვი?


ფშავ-ხევსურეთს

37
New cards
  1. რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგ გორგასლის მიერ დარიალის კარის გამაგრებას?


გამაგრდა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი

38
New cards
  1. რომელი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო ვახტანგ გორგასალმა პირველი ლაშქრობა ჩრდილო კავკასიაში ოსეთის წინააღმდეგ?


ირანის

39
New cards
  1. რა იყო ვახტანგ მეფის საეკლესიო რეფორმის უმთავრესი შედეგი?


ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება

40
New cards
  1. რომელ მთავარეპისკოპოსთან მოუვიდა უთანხმოება ვახტანგ გორგასალს ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვების გამო?


მიქაელთან

41
New cards
  1. რომელი ციხე აიგო ვახტანგ გორგასლის დროს?


არტანუჯის

42
New cards
  1. ვინ მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების დაწყების წინ?


ვარსქენ პიტიახში

43
New cards
  1. ვინ ჩაუყარა საფუძველი სახელმწიფოს ახალ დედაქალაქად თბილისის ქცევას?


ვახტანგ გორგასალმა

44
New cards
  1. რომელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?


ბიზანტიასა და ირანს

45
New cards
  1. რა ვითარებაში დაიღუპა ეგრისის მეფე გუბაზი?


ღალატით მოკლეს ბიზანტიელმა სარდლებმა

46
New cards
  1. რა შედეგით დასრულდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?


ირანმა უარი თქვა ეგრისზე, რომელიც ბიზანტიას დარჩა

47
New cards
  1. რა ერქვა არაბთა მიერ საქართველოში დანიშნულ მოხელეს?


ამირა

48
New cards
  1. ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიპყრეს არაბებმა?


პირენეის

49
New cards
  1. რომელი სახელმწიფოს სარდალი იყო ჰაბიბ იბნ მასლამა, რომელმაც ქართლის ერისმთავართან „დაცვის სიგელი“ გააფორმა?


არაბთა სახალიფოს

50
New cards
  1. ბაგრატიონთა საგვარეულოს რომელი წარმომადგენელი იყო ტაო-კლარჯეთის სამეფოს დამაარსებელი?


აშოტი

51
New cards
  1. ვინ ცდილობდა თბილისის აღებას VII საუკუნის 20-ან წლებში?


ბიზანტიის იმპერატორი

52
New cards
  1. რა ზედსახელით მოიხსენიებენ საქართველოში არაბ სარდალს მურვან იბნ მუჰამედს?


ყრუ

53
New cards
  1. რას უწოდებდნენ დოკუმენტს, რომელიც არაბმა სარდალმა გააფორმა ქართლის ერისმთავართან VII საუკუნეში?


დაცვის სიგელი

54
New cards
  1. რომელ საუკუნეში დაარსდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?


VI

55
New cards
  1. სად მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?


კახეთში

56
New cards
  1. სად მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე?


ქართლში

57
New cards
  1. სად მდებარეობს სამთავროს მონასტერი?


მცხეთაში

58
New cards
  1. რომელი პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნეში?


აფხაზთა სამეფო

59
New cards
  1. რომელმა საგვარეულომ დაიმკვიდრა „ქართველთა მეფის“ ტიტული?


ბაგრატიონების

60
New cards
  1. ვინ ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება ტაო კლარჯეთში VIII საუკუნის ბოლოდან?


გრიგოლ ხანძთელმა

61
New cards
  1. რომელი სახელმწიფოს ჯარს სარდლობდა ბუღა თურქი?


არაბთა სახალიფოს

62
New cards
  1. რომელ საუკუნეში ილაშქრა ბუღა თურქმა საქართველოში?


IX

63
New cards
  1. რომელი ქალაქი აიღო ბუღა თურქის ლაშქარმა?


თბილისი

64
New cards
  1. ვის დაეხმარა დავით III კურაპალატი აჯანყების ჩახშობაში?


ბიზანტიის იმპერატორს

65
New cards
  1. სად მდებარეობს XI საუკუნეში აგებული ბაგრატის ტაძარი?


ქუთაისში

66
New cards
  1. ვის მემკვიდრედ გამოცხადდა ბაგრატ III?


დავით კურაპალატის

67
New cards
  1. რომელი საერისთავოს მმართველები იყვნენ ბაღვაშები IX-XIII საუკუნეებში?


კლდეკარის

68
New cards
  1. რა ევალებოდა სახელმწიფო მოხელეს - მეჭურჭლეთუხუცესს?


სამეფოს ხაზინის მართვა

69
New cards
  1. რომელმა მეფემ შეძლო პირველად ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება XI საუკუნეში?


ბაგრატ III-მ

70
New cards
  1. რომელი იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა გიორგი I შირიმნის ბრძოლაში?


ბიზანტიის

71
New cards
  1. ვის ჩაუვარდა ტყვედ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში XI საუკუნეში?


სელჩუკებს

72
New cards
  1. სად მდებარეობს სვეტიცხოველის ტაძარი?


მცხეთაში

73
New cards
  1. ვისი მეფობის დროს აშენდა სვეტიცხოველის ტაძარი?


გიორგი I-ის

74
New cards
  1. ვინ მოღვაწეობდა ათონის ივერთა მონასტერში XI საუკუნეში?


გიორგი მთაწმინდელი

75
New cards
  1. რომელი მეფის დროს შემოიჭრნენ საქართველოში პირველად სელჩუკები?


ბაგრატ IV-ის

76
New cards
  1. რომელი მეფის დროს დაიწყო „დიდი თურქობა“?


გიორგი II-ის

77
New cards
  1. მემატიანის გადმოცემით, „ერთ დღეს დაწვეს ქუთაისი და არტანუჯი და კლარჯეთის მონასტრები“. XI საუკუნეში მომხდარ ვის შემოსევებს აღწერს მემატიანე?


სელჩუკების

78
New cards
  1. „ხოლო მეფეს …. ამიტომ ეწოდა აღმაშენებელი. რომ როდესაც ის გამეფდა, ქვეყანა სრულიად აოხრებული იყო; ამან აღაშენა და გააფართოვა, რადგან იყო ღმერთის მოშიში და მოყვარე, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა მოწყალე . . .“ რომელ მეფის შესახებ არის საუბარი მოცემულ წყაროში?


დავით IV

79
New cards
  1. ვისი თანამედროვე იყო პირველი მწიგნობართუხუცესი - ჭყონდიდელი?


დავით IV-ის

80
New cards
  1. სახელმწიფო საქმიანობის რომელ სფეროში გატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა „სააჯო კარი“?


სასამართლო

81
New cards
  1. დიდგორის ბრძოლის შემდეგ თბილისი გამოცხადდა საქართველოს სამეფოს დედაქალაქად. რომელი ქალაქი ითვლებოდა საქართველოს დედაქალაქად მანამდე?


ქუთაისი

82
New cards
  1. სად მდებარეობდა იყალთოს აკადემია?


კახეთში

83
New cards
  1. ვისი ტახტის მემკვიდრე იყო დავით IV?


გიორგი II-ის

84
New cards
  1. რა უძღოდა წინ დავით IV-ის გამეფებას?


მამის ტახტიდან გადადგომა

85
New cards
  1. ვინ არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს მიწებს XI საუკუნის მიწურულს?


სელჩუკები

86
New cards
  1. სად ჩატარდა საეკლესიო კრება დავით IV-ის მეფობის პერიოდში?


რუის-ურბნისში

87
New cards
  1. ვინ იყო დავით IV-ის დროს მოღვაწე ლიპარიტ V ბაღვაში?


კლდეკარის ერისთავიკარის პოეტი

88
New cards
  1. რა დაწერა დავით IV-მ?


გალობანი სინანულისანი

89
New cards
  1. ვინ არის ავტორი საგალობელისა - „შენ ხარ ვენახი“?


დემეტრე I

90
New cards
  1. რა ჩამოიტანა დემეტრე I-მა განძაზე გამარჯვების ნიშნად საქართველოში?


ქალაქის მთავარი კარიბჭე

91
New cards
  1. რომელ საგვარეულოს უკავშირდება გიორგი III-ის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების სახელწოდება?


ორბელთა

92
New cards
  1. სად მდებარეობს ვარძიის კომპლექსი?


ჯავახეთში

93
New cards
  1. ვის დროს დაიწყო ვარძიის კომპლექსის მშენებლობა?


გიორგი III-ის

94
New cards
  1. ვისი ტახტის თანამოსაყდრე იყო თამარ მეფე?


გიორგი III-ის

95
New cards
  1. სადაური იყო თამარ მეფის პირველი ქმარი - იური?


რუსი

96
New cards
  1. ვინ იყო თამარ მეფის მეორე ქმარი?


დავით სოსლანი

97
New cards
  1. გადმოცემის მიხედვით, თანამედროვე თბილისის რომელ უბანში შედგა თამარ მეფის ქორწინება?


დიდუბეში

98
New cards
  1. წყაროს მიხედვით, თბილისის რომელ ისტორიულ უბანში იდგა თამარ მეფის სასახლე?


ისანში

99
New cards
  1. რომელი ბრძოლა მოხდა თამარ მეფის დროს?


შამქორის

100
New cards
  1. ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი?


შოთა რუსთაველმა