1/53
ინფორმაციის ერთეული და თვლის ორობითი სისტემა
რა არის ელექტრონიკა?
მეცნიერება და ტექნიკის დარგი, რომელიც სწავლობს ელექტრონების მოძრაობას და მართვას სხვადასხვა მოწყობილობებში (მაგ. ტრანზისტორებში, დიოდებში, ჩიპებში და ა.შ.), რათა მოხდეს სიგნალების გადაცემა, დამუშავება ან შენახვა.

ელექტრული VS ელექტრონული ინჟინერია
• ელექტრული ინჟინერია - ელექტრონების „მოპოვება“, შენახვა, გადატანა, მუშაობის შესრულება, ამ პროცესებისათვის ხერხების და მოწყობების შემუშავება და წარმოება.
• ელექტრონიკა და ელექტრონული ინჟინერია - ელექტრული მოვლენების თვისებების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და შენახვა სხვადასხვა მატარებლებზე, მისი დამუშავება, გადაცემა/მიღება, სხვადასხვა სახის სისტემების მართვა, ამ ამოცანებისთვის საჭირო საშუალების შექმნა და წარმოება.
• ელექტრული ინჟინერია ყველა თავის ქვედარგში იყენებს ელექტრონიკას- გაზომვებში, მართვაში , ინფორმაციის გადაცმა დამუშავებაში.

განმარტეთ ანალოგიური ელექტრონიკა
მუშაობს გადმოცემულ სიგნალებთან, რომლებიც უწყვეტად იცვლება (მაგ. ხმა, ტემპერატურა, სინათლე).
მაგალითი: რადიო, მიკროფონი, ძველი ტელევიზორი

რა არის ანალოგიური სიგნალი?
ანალოგიური სიგნალი — არის უწყვეტი ბუნების სიგნალი, რომელიც დროის განმავლობაში მოწესრიგებულად, ნელა იცვლება და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მნიშვნელობა გარკვეულ დიაპაზონში.

ანალოგიური სიგნალის მაგალითებია
ხმა, რომელსაც ყური აღიქვამს,
სინათლის ინტენსივობა,
ტემპერატურის ცვლილება თერმომეტრში.
განმარტეთ ციფრული ელექტრონიკა
ციფრული ელექტრონიკა
მუშაობს დაშლილ სიგნალებთან, ანუ მხოლოდ 0 და 1 მნიშვნელობებით (ბინარული სისტემა).
გამოიყენება კომპიუტერებში, სმარტფონებში, მიკროკონტროლერებში.
ინფორმაცია მუშავდება ლოგიკური ოპერაციებით (AND, OR, NOT და სხვ.).

რა არის დისკრეტული სიგნალი?
სიგნალი იცვლის მნიშვნელობას გარკვეულ მომენტებში, და თითოეულ მომენტში შეიძლება მიიღოს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მნიშვნელობა — ჩვეულებრივ 0 ან 1.

0 აღნიშნავს
არას (გამორთული მდგომარეობა)

1 აღნიშნავს
კის (ჩართული მდგომარეობა)

რა არის ათობითი სისტემა?
თვის სისტემა ათი (0-9) სიმბოლოთი
როგორი სისტემაა ათობითი სისტემა?
ათობითი სისტემა პოზიციური სისტემაა, რადგან თითოეული სიმბოლოს რაოდენობრივი მნიშვნელობა განისაზღვრება მისი პოზიციით რიცხვში.
რა არის ორობითი სისტემა?
თვლის სისტემა 2 (0-1) სიმბოლოთი
ორობით სისტემაში რიცხვით თანრიგს რამდენი მნიშვნელობის მიღება შეუძლია?
ორის
განსხვავება ათობითი და ორობითი სისტემით ჩაწერილ რიცხვს შორის
ათობით სისტემაში მეზობელ თანრიგებში შემავალი ერთი და იგივე სიმბოლო ერთმანეთისგან "წონით" 10-ჯერ განსხვავდება, ორობით სისტემაში კი - 2-ჯერ
q ფუძის მქონე სისტემაში გამოსახული რიცხვის ფორმულა ათობით სისტემაში:
N𝗊 = K𝗇qⁿ⁻¹ + ... + K₁q¹ + K₀q⁰
q - თვლის სისტემის ფუძე
N𝗊 - რიცხვი გამოსახული q ფუძის მქონე სისტემაში
K𝗇 - თანრიგის კოეფიციენტი
n - რიცხვის თანრიგიანობა
ათობითიდან ორობითში გადაყვანა
ხდება ათობითი რიცხვის 2-ზე გაყოფით

ორობითიდან ათობითში გადაყვანა ხდება
ორობითი რიცხვის გამრავლება კოეფიციენტსა და 2-ის თანრიგის ხარისხზე
რა არის ინფორმაცია?
სისტემის თვისობრივი და რაოდენობრივი (რიცხოვრივი) აღწერის საშუალება სხვადასხვა ფიზიკური თუ სიმბოლური საშუალებებით
რომელია ინფორმაციის უმცირესი ერთეული?
ბიტი (bit)

ვინ შემოიღო ხმარებაში ბიტი?
კლოდ შენონმა 1948 წელს
რამდენი მნიშვნელობა აქვს ბიტს
მხოლოდ ორი: 0 ან 1

რა არის ბაიტი (byte)
ეს არის ინფორმაციის ერთეული, რომელიც შედგება 8 ბიტისგან და ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთ სიმბოლოს (მაგალითად, ასო, ციფრი ან ნიშანი).

ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე და ინფორმაციული საშუალებების მეხსიერების სიდიდე რით განისაზღვრება?
გადაცემის სიჩქარე — იზომება ბიტებში წამში (bit/s, bps).👉 აჩვენებს, რამდენი ბიტი გადაეცემა ერთ წამში.
მეხსიერების სიდიდე — იზომება ბაიტებში (B).👉 აჩვენებს, რამდენი ინფორმაცია ინახება (მაგ. KB, MB, GB).

8-თანრიგიანი ორობითი რიცხვისგან (ბაიტი) რამდენი სიმბოლოს კოდირებაა შესაძლებელი?
256 (2⁸)
რა არის ASCII (American Standard Code for Information Intercharge)?
სიმბოლოების კოდირების სტანდარტი, რომელიც თითოეულ ასოს, ციფრსა და ნიშანს ანიჭებს ციფრულ კოდს.

შიფრატორი (CT)
ათობითი → ორობითი

დეშიფრატორი (DC)
ორობითი → ათობითი

7-სეგმენტიანი ინდიკატორი
ინდიკატორი შედგება რვა მნათი ელემენტისაგან.
ერთი თანრიგი წარმოდგენილია 7 ელემენტით, რომელთა პოზიცია განაპირობებს რიცხვს.
თუ სეგმენტებს გადავნომრავთ 1-დან 7-მდე, მაშინ სათანადო ელექტრული შიფრატორი გარდაქმნის ორობით ან ათობით კოდს “შვიდსეგმენტიანში”.
შიფრატორს და ინდიკატორს ერთად შეუძლიათ 16 სიმბოლოს გამოსახვა. .
ამგვარად, აღმოჩნდა, რომ 7-სეგმენტიანი ინდიკატორი თექვსმეტობითი თვლის სისტემის სიმბოლოების ასახვის საშუალებასაც იძლევა

Hexadecimal Representation

მთვლელი
მთვლელი — ეს არის ციფრული მოწყობილობა, რომელიც ითვლის იმპულსებს, ანუ რამდენჯერ მოვიდა სიგნალი
ყოველი იმპულსის მოსვლისას მთვლელი ზრდის (ან ამცირებს) რიცხვს 1-ით.
მთვლელი რეაგირებს შესავალი იმპულსის არა დასაწყისზე
(ფრონტზე), არამედ მის დასასრულზე – ძაბვის დაცემაზე.

მთვლელის შესავალი (ელექტროდი C)

მართვის შესავალი (ელექტროდი R)
მთვლელებს გააჩნიათ მართვის შესავალი R, რომლის საშუალებით შესაძლებელია მთვლელის საწყის, ნულოვან მდგომარეობაში გადაყვანა – დათვლილი იმპულსების რიცხვის წაშლა. ამ შესავალზე იმპულსის მიწოდების შემდეგ გამოსავალ ელექტროდებზე მივიღებთ ნოლებს.

რამდენი იმპულსის გატარება შეუძლია მთვლელს?
16
15-ს ჩაწერს (0-ებითა და 1-ებით) და მე-16 იმპულსს გაატარებს (0000)
ლოგიკური ელემენტები
ლოგიკური ელემენტები — ეს არის ციფრული ელექტრონიკის პატარა ნაწილები,
რომლებიც ამუშავებენ 0-ს და 1-ს (გამორთული/ჩართული სიგნალებს).
ისინი წყვეტენ, რა უნდა იყოს გამოსავალი შესავლების მიხედვით.
მთავარი ტიპებია:
„და“ (AND) → შედეგი 1, როცა ყველა შესავალი 1-ია.
„ან“ (OR) → შედეგი 1, როცა ერთ-ერთი მაინც 1-ია.
„არ“ (NOT) → აბრუნებს სიგნალს: 1 → 0, 0 → 1.
ლოგიკური ელემენტი “და”
ლოგიკური ელემენტი „და“ ადარებს შემავალ სიგნალებს და რეაგირებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესავალის ორივე ელექტროდზე არის სიგნალი, ე.ი. მიწოდებულია 1.

ლოგიკური ელემენტი “და-არა”
ლოგიკური ელემენტი „და-არა“ ასრულებს ელემენტ და-ს შებრუნებულ ოპერაციას - უარყოფს დას. ადარებს რა შემავალ სიგნალებს, რეაგირებს 1-იანით გამოსავალზე იმ შემთხვევაში, როდესაც შესავლის ორივე ელექტროდზე ან არ არის სიგნალი, ან სიგნალია მხოლოდ ერთზე. თუ ორივე შესავალზე გვაქვს 1, გამოსავალზეა 0.

ლოგიკური ელემენტი “არა”
უმარტივესი ლოგიკური ელემენტი

ლოგიკური ელემენტი “ან”
ელემენტი “ან” რეაგირებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შესავალ ელექტროდებზე განსხვავდება

ლოგიკური ელემენტი “ან-არა”
ელემენტი “ან-არა” წარმოადგენს ან-ის უარყოფას. რეაგირებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცი შესავალ ელექტროდებზე არ განსხვავდება, ან არ არის, ე.ი. ორივე ელექტროდზე 0-ია. ეს ელემენტიც წარმოადგენს ორი ელემენტის კომბინაციას. “ან” + “არა”.

„და“ და „და -არა“ ლოგიკური ელემენტების ელექტრონული ანალოგები

„ან“ და „ან -არა“ ლოგიკური ელემენტების ელექტრონული ანალოგები

მულტიპლექსორი (MUX)
მულტიპლექსორი (MUX) — პოზიციური კოდის სახით წარმოდგენილი ინფორმაციას გარდაქმნის იმპულსების მიმდევრობად
მას აქვს:
ორი შესავალი ბლოკი – პორტი
ინფორმაციული ბლოკი - მას პოზიციური კოდის სახით მიეწოდება შესავალი ინფორმაცია. (მაგ. D0, D1, D2, D3)
სამართავი ბლოკი - იმართებამულტიპლექსორის მუშაობა. ამ პორტზე მიწოდებული კოდის შესაბამისად ინფორმაცია შესავლის სათანადო ელექტროდიდან გადაიცემა გამოსავალზე. (X0, X1)
ერთი გამოსავალი (Y)

მულტიპლექსორი, ინფორმაციის ზუსტად გადასაცემად, უნდა ასრულებდეს ციკლურ მუშაობას შემდეგი წესით:
ინფორმაცია საინფორმაციო ელექტროდებზე არ უნდა იცვლებოდეს “გამოყვანის” პროცედურის განმავლობაში, ანუ ციკლის დასაწყისში უნფორმაცია შემოდის საინფორმაციო ელექტროდებზე და უცვლელი რჩება ციკლის დამთავრებამდე.
დემულტიპლექსორი (DMX)
დემულტიპლექსორი (DMX) — ეს არის მულტიპლექსორის საპირისპირო.
ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია იმპულსების მიმდევრობის სახით, გარდაიქმნება და წარმოსდგება პოზიციური კოდის სახით
მას აქვს:
ერთი შესავალი სიგნალი (D)
და რამდენიმე გამოსავალი (Y0, Y1, Y2...)
სარჩევი შესავლები (X0, X1) წყვეტენ, რომელი გამოსვლა ჩაირთოს.

უმარტივესი ინფორმაციის გადაცემის არხი
თუ მულტიპლექსორო და დემულტიპლექსორი ერთმანეთს დაშორებულია, მაგრამ მათი მართვა რაღაცნაირად სინქრონიზირებულია, ანუ ერთდროულად ერთი და იგივე მართვის კოდი მიეწოდება, მაშინ არხის შესავალზე არსებული ინფორმაცია გადაიცემა და აღდგება არხის გამოსავალზე.

გადამცემი არხის სინქრონიზაცია მთვლელების გამოყენებით.

რეგისტრი
რეგისტრები გამოიყენება ინფორმაციის გადაცემის პროცესში, ციკლის განმავლობაში, ინფორმაციის დროებით შესანახად, ამიტომ მათ ხშირად უწოდებენ მეხსიერების რეგისტრებს.
მათი დანიშნულებაა მონაცემის დროებით შენახვა, გადატანა და დამუშავება

პარალელური რეგისტერი
პარალელური რეგისტერი ერთდროულად ინახავს ყველა შესავალ ელექტროდზე მოტანილ ინფორმაციას — ეს ხდება მაშინ, როცა C (clock) ელექტროდზე მოდის იმპულსი; ხოლო R (reset) ელექტროდზე იმპულსის მიწოდება მთელ რეგისტრს აბრუნებს ნულოვან მდგომარეობაში.

მიმდევრობითი (serial) რეგისტერი
მიმდევრობითი (serial) რეგისტერი ინფორმაციის ბიტებს თანმიმდევრულად ალაგებს და გამოსავალზე ინახავს შესავალ ბიტს C ელექტროდზე იმპულსის მოსვლისას; R ელექტროდზე იმპულსის მიწოდება აქაც აყენებს რეგისტრს ნულოვან მდგომარეობაში.

ტრიგერი (flip-flop)
პატარა ელექტრონული უჯრა, რომელსაც შეუძლია 1 ბიტის დამახსოვრება — ან 0, ან 1.
მას აქვს:
ორი შესავალი ელექტროდი – S და R.(set, reset, clock…) ორივე შესავალ ელექტროდზე ერთდროულად 1-იანების მიწეოდება აკრძალულია
გამოსავალი Q (რომელიც ინახავს 0-ს ან 1-ს).

ასინქრონული RS ტრიგერი

ასინქრონული SR ტრიგერი
შესაძლებელია ტრიგერს გააჩნდეს ინვერსიული შესავალი. ამ შემთხვევაში ტრიგერი ჩაირთვება როდესაც S ელექტროდზე მიეწოდება 0, და გამოირთვება როდესაც 0 მიეწოდება R ელექტროდს.
საწყის მდგომარეობაში შესავალ ელექტროდებზე უნდა იყოს 1, და ორივე შესავალ ელექტროდზე ერთდროულად 0-ის მიწოდება აკრძალულია.

სიქნრონული ტრიგერი
მართვის R და S იმპულსების გასატარებლად აუცილებელია სიგნალის არსებობა გაერთიანებულ, მასინქრონიზებელ ელექტროდზე.

D-ტრიგერი
მის შესავალზე შედიან სასიგნალო იმპულსები, მაგრამ გამოსავლის მდგომარეობა განპირობებულია არამარტო ამ იმპულსით, არამედ აგრეთვე სინქრიშესავლის მდგომარეობით. ეს ტრიგერი მუშაობს მხოლოდ სინქრონულ რეჟიმში.
