1/10
rome
ვინ შექმნა რომი
რომულუსმა
ვინ ირჩევდა მეფეს?
სახალხო კრება-კურიული კომიცია.სულ იყო 30 კურია და თითოეულში იყო 10 საგვარეულო.
რა ერქვა მეფისბმრჩეველთ საბჭოს?
სენატი.თავიდან წარჩინებულების რაოდ. იყო 100 შემდეგ 300.
რა იყო პლებეების ბრძოლოის შედეგი?
ის რომ ძვ.წ 5 საუკუნის დასაწყისში სახალხო ტრიბუნის თანამსდებობა შემოვიდა.
რომელმა მეფემ შექმნა ოირველი კანონები რომში?
ნუმაპომპილიუსი.ზეპირი კანონები.
რომის მეექვსე მეფე და მისი რეფორმები
სერვიუს ტულიუსი.მან რომის საზოგადოება ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყო 5 კატეგორიად.თითოეულ კატეგორიას უნდა გამოეყვანა სამხედრო ერთეული ცენტურია.ამის შედეგად შეიქმნა ცენტურიული კომიცია(სახალხო კრება)
ასევე დაყვეს მოქალაქეები ტერიტორიულუ პრინციპით 30 ერთეულად-ტრიბებად.მათ კრებას ერქვა ტრიბების კომიცია.
ვინ იყო ბოლო მეფე?
ტარკვინდიუს ამაყი.სერვიუს ტულიუსის სიძე.ის ძვ.წ 509 წელს მოაქალაქეებმა გააგდეს და დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა.
რესპუბლიკური მმართველობის დროს რომელი იყო უმთავრესი ორგანო?
სენატი. ასევე იყო კომიციები,მაგისტრატები.
ძვ.წ 310 წელს პლებეებთან დაკავშირებით რა კანონი მიიღეს?
მაქამდე მხოლოდ პატრიციები იყვნენ სენატორები,შემდეგ კი შემოიღეს კანონი რომ პლებეებსაც შეეძლოთ სენატორობა.
ვინ ირჩევდა მაგისტრატებს?
მაგისტრატებს-სახელმწიფო მოხელეებს ირჩევდნენ სახალხო კრებები:ტრიბების კომიციები და ცენტურიები. ცენტურიული კომიციები უმაღლესი თანამდებობის პირებს ირჩევდნენ.ხოლო ტრიბების კომიციები დაბალი.
ვინ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები?
1.კონსული-ნამსახურები2 კონსული იყო 1 წლით.აირჩეოდა ის პირი ვინც ყველა მაღალ თანამდებობაზე იყო .
2.პრეტორი-კონსულის თანაშემწე.სულ იყო 2.როცა კონსული არ იყო რომში მის საქმეს ასრულებდა და ერთს ევალებოდა რომაელ მოაქალაქეთა შორის ხოლო მეორეს რომაელ და უცხოელ ან ორივე უცხოელ მოქალაქეთა შორის დავის მოგვარება, 3.კვესტორი-სახელმწიფო და სისხლის სამართლის გამოძიება.
4.ედილები-საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.ერთადერთი ადგილი რომლის დაკავებაც მხოლოდ პლებეებს შეეძლოთ.
5.ცენზორი-2 ცენზორი 5 წლით.მათ მოვალეობაში შედიოდა რომის სახელმჭიფოს მოქალაქეთა აღწერა და ქონებრივი ცენზის მიხედვით კატეგორიებად დაყოფა. 6.დიქტატორი-ნიშნავდა კონსული 6 თვის ვადით ომის დროს. 7.სახალხო ტრიბუნა-პლებეები ირჩევდნენ და მათი უფლებათა დამცველნი იყვნენ.შეეძლოთ ნებისმიერ კანონზე ვეტოს დადება.